კავკასიური ყველის ფესტივალი თბილისში

ყველის ფესტივალი საქართველოში
ყველის ფესტივალი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანი რეგიონში საქართველოს კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსის აღდგენაცაა. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი, კუთვნილი ნიშა დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზრებზე.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik./ლალი ნოზაძე/ 10-11 ოქტომბერს, თბილისში, რიყის პარკში, საერთაშორისო ფესტივალი „კავკასიური ყველი 2015“ გაიმართება. ორგანიზატორია საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია, რომელიც კავკასიის მასშტაბით პირველი პროფილური გაერთიანებაა.

 ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ ყველის ინდივიდუალური და მსხვილი მწარმოებლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. სადეგუსტაციოდ გამოტანილი იქნება ოსური და აფხაზური ყველი, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოტანილი ნაწარმი. ფესტივალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან თურქული და ებრაული დელეგაციები. 

Мёд - Sputnik საქართველო
ბათუმში თაფლის ფესტივალი იმართება

 ირმა თორია, ფესტივალის კოორდინატორი: „ყველის ფესტივალი პირველად 7 წლის წინ გაიმართა. დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტეთ ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა. მერწმუნეთ, არა მარტო ღვინით, ყველითაც უნდა ვიამაყოთ ქართველებმა. ამის თქმის საშუალებას  გავაძლევს ის, რომ ჩვენს მუზეუმებში 8 ათასი წლის წინანდელი 60-მდე არტეფაქტი აღმოვაჩინეთ. არქეოლოგებთან და სპეციალისტებტან კონსულტაციამ არაორაზროვნად დაადასტურა, რომ ეს ჭურჭელი ყველის დასამზადებლად  გამოიყენებოდა. აქ არის მოსადღვებები, ცალყურიანი ამოსახაპი და ნასვრეტებიანი ჯამები. ამ ჭურჭლის მინაბაძებით ჩვენ იმერული ყველიც კი დავამზადეთ. ფესტივალით ტურისტებიც ინტერესდებიან. სანახაობის მხრივ, ვიზიტორებს ისეთი საინტერესო პერფორმანსები ელოდებათ, როგორიცაა ერბო-ხაჭოს მომზადება, კარაქის დღვება, აქტუალურია ელარჯის თემა, ტენილი ყველი და ა.შ. წარმოდგენილი ექსპონატების მიხედვით გამოვავლენთ საუკეთესო რეგიონს“. 

საქართველოში პირველად თიხის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად თიხის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

 ფესტივალის მიზანი რეგიონში საქართველოს კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსის აღდგენაცაა. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი, კუთვნილი ნიშა დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზრებზე. 


ყველა ახალი ამბავი
0