პოლიტოლოგი: სირიის ოპერაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს

© photo: Sputnik / Денис Евстафьев / გადასვლა მედიაბანკშიСу-24
Су-24 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ეფექტური რომ ყოფილიყო, რუსეთს არაფერი ესაქმებოდა ახლო აღმოსავლეთში. აშშ უკვე რამდენიმე წელია „ჭრის“ „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემას. შედეგი — ნული. ამიტომ რუსეთის ინიციატივა დროულზე მეტია.

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მონაწილეობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, კვლავაც რჩება მსოფლიო საინფორმაციო დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს თემად. იმის შესახებ, თუ რა რისკზე მიდის რუსეთი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში ომს, „სპუტნიკი“ რუს ანალიტიკოსს, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორს, სერგეი მიხეევს ესაუბრა. 

— რუსეთის ღია ჩართვა სირიის ომში ხარისხობრივად ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას  რეგიონში. რა რისკებს ხედავთ თქვენ?

— რაიმე ფატალურ გეოპოლიტიკურ რისკებს მე ვერ ვხედავ. არ მჯერა სირიაში ამერიკელებთან შეტაკების იმიტომ, რომ ამერიკელები რეალურად დეკლარირებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის აუცილებლობას. სწორედ აქ „ვიჭერთ სიტყვაზე“ მათ. გინდოდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა? ჰოდა, გეხმარებით. 

სხვა საქმეა, თუ რუსეთს დაადანაშაულებენ, რომ ის გამუდმებით ბომბავს იმათ, „ვინც არ უნდა დაბომბოს“. ამან შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს აშშ-სთან და თურქეთთან ურთიერთობაში. 

სირია - Sputnik საქართველო
სირიის კრიზისი და დსთ-ს ქვეყნები

პირველი: თურქებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებით სინდისი მაინც და მაინც სუფთა არ აქვს. ბოევიკები მშვიდად გადადიან თურქეთის საზღვრებზე. სწორედ თურქეთის ტერიტორიიდან ხვდება ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. მეორე: თურქებს საკუთარი მიზნები აქვთ ქურთებთან ბრძოლაში. მესამე: ზოგი მონაცემის თანახმად, ისინი იქ მუქთი ნავთობის რაღაც მოცულობას იძენენ. 

ახლა თურქები ყველაზე მტად შფოთავენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ოპერაცია მათ გაუგებარ გეგმებს ეწინააღმდეგება. არადა, თურქეთთან ეკონომიკური პარტნიორობა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. ავიღოთ, თუნდაც, იგივე „თურქული ნაკადი“. თუმცა, მეორე მხრივ, რთულ ვითარებაში შეუძლებელია, ვინმე არ გაანაწყენო. ამისი თუ გეშინია, მაშინ შინ უნდა ჩაიკეტო და გარეთ ცხვირი არ უნდა გამოყო. 

— „სირიის ისტორია“ ჩაანაცვლებს „უკრაინულ ისტორიას“ თუ  ეს ორი ამბავი ერთმანეთს შეავსებს?  იქნებ რუსეთის ქმედებებმა სირიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო არსებული დაძაბულობა მოხსნას? ასეთი რამ შესაძლებელია? 

— სირიამ საინფორმაციო ველიდან განდევნა უკრაინა, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა. და ეს იმიტომ, რომ იქაურ კრიზისს ბოლო და კიდე არ უჩანს. ამ უკიდეგანო კრიზისისგან უკვე ლამის გულისრევა დაგვეწყოს ყველას. 

და მაინც, მეჩვენება, რომ მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესი სირიაში რუსული ოპერაციის დაწყებას ძალზე საინტერესოდ დაემთხვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ორი ამბავი ერთამენთს არ უკავშირდება. არ ვიცი, შეიძლება ასეცაა. ჩემი აზრით, ცხოვრებაში არ არსებობს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბები. რაღაც კუთხით ყველაფერი კავშირშია, თუნდაც უბრალოდ საინფორმაციო ფონით. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
"ნიუ-იორკ თაიმსი": აშშ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, უკრაინული ვითარება ისეთივედ რჩება. ახლა ის გაყინული კონფლიქტის მდგომარეობაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჩანს, მაგრამ ხალხს მაინც აღარ ხოცავენ. ამ ეტაპზე ეს მიზანი მიღწეულია. 

რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს რუსეთის წარმატებებზე სირიაში. 

მოწინააღმდეგეებმა „უკრაინული ისტორია“ შეიძლება რუსეთის ირგვლივ სიტუაციის გასართულებლად გამოიყენონ. მაგრამ სიტუაცია ორლესულია. ის, ვინც მოსკოვს ურთულებს ვითარებას, ასევე ართულებს ვითარებას კიევისთვისაც. 

— ვლადიმირ პუტინი წინადადება, ანტიჰიტლერული კოალიციის ანალოგიურად, მსოფლიო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის თაობაზე, მსოფლიომ ერთგვარ გადაჭარბებად აღიქვა. იქნებ ჯერ არ დამდგარა ამის დრო?

— ანტიჰიტლერულ კოალიციასთან შედარება, რა თქმა უნდა, “გემოვნების საკითხია“, მაგრამ დღეისათვის „ისლამური სახელმწიფო“ — ეს ის ხალხია, რომლებიც მეტნაკლებად ხილულ  ბოროტებას ასახიერებენ სამყაროში. მეთოდები, რომლებითაც ისლამისტები ცდილობენ მოქმედებას, სულით ხორცამდე ძრავს შერაცხად საზოგადოებას, მიუხედავად მათი რელიგიური აღმსარებლობისა და კანის ფერისა. ამ ხალხს თავად მუსლიმები უარყოფენ და ეშინიათ მათი და სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ?  

ამ თვალსაზრისით, რუსეთმა წარმატებულად აირჩია გარეპოლიტიკური სამიზნე. იმიტომ, რომ ამ ნაბიჯს უამრავი ადამიანი აპრიორი დაუჭერს მხარს. 

კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ეფექტური რომ ყოფილიყო, რუსეთს არაფერი ესაქმებოდა ახლო აღმოსავლეთში. აშშ უკვე რამდენიმე წელია „ჭრის“ „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემას. შედეგი — ნული. ამიტომ რუსეთის ინიციატივა დროულზე მეტია. 


ყველა ახალი ამბავი
0