საქართველოში ნატოს მომავალი ვარშავის სამიტის შესაძლო შედეგები განიხილეს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის აზრით, საქართველო ნატოს წევრობას დიდი ხანია იმსახურებს, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა მხარემ ნატოში აშშ–ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის (Kurt Volker) განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2016 წელს, ალიანსის ვარშავის სამიტზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას ვერც საქართველო მიიღებს და ვერც უკრაინა.

2014 წელს, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს ალიანსის წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ზომათა პაკეტი წარედგინა. საქართველოს მთავრობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ 2016 წელს, ვარშავის ნატოს სამიტზე ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების იმედი აქვთ.

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის აზრით, საქართველო ნატოს წევრობას დიდი ხანია იმსახურებს, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო: თურქეთის ცაში მომხდარი ავიაინციდენტები შემთხვევითი არაა

„მჯერა, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის საინტერესო, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ეს გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ზის“, –  განაცხადა ხიდაშელმა სამშაბათს, 6 ოქტომბერს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 

 „საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მაპ-ის მიღება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, გასავლელი ნაბიჯი. ვამბობ, რომ საქართველომ გაიარა მაპ-ის გზა. საქართველო დღეს ახორციელებს ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტს, რომლის მაგვარიც, მიახლოებულიც კი, არცერთ ქვეყანას საქართველოს გარდა არ ჰქონია“, – აღნიშნა ხიდაშელმა. 

ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: ნატოსთვის საქართველო ძალზე ფასეული პარტნიორია

„ვარშავის სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩვენი ამოცანა ნათელია — ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისათვის საფუძველი შეიქმნას,“ — განუცხადა ალექსანდრე მაისურაძემ ჟურნალისტებს. 

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0