ნატო: თურქეთის ცაში მომხდარი ავიაინციდენტები შემთხვევითი არაა

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს აქვს ინფორმაცია, რომელიც მათ აძლევას უფლებას თქვან, რომ რუსეთის თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცე შემთხვევით არ დაურღვევიათ.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ არის შემთხვევითობა, — მიაჩნია ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ამის შესახებ იუწყება "სპუტნიკ სომხეთი".

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს ალიანსისთვის არ წარუდგენია რეალური განმარტებები. 

„ჩვენ  ვიხილეთ ორი დარღვევა უქმეებზე. უმიზნებდნენ თუ არა რუსული თვითმფრინავები თურქულ თვითმფრინავებს, ამის თქმა, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზ,ე არ შემიძლია. თუმცა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ეს შემთხვევითობას არ ჰგავს“, —  განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

რეჯებ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: თურქეთზე თავდასხმა ნატოზე თავდასხმად შეფასდება

ნატო ირწმუნება, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა „სუ 30-მა" და „სუ 24"-მა, 3 და 4 ოქტომბერს, მიუხედავად თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებისა, დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე.

ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათს, 3 ოქტომბერს რუსულმა „სუ 30"-მა მოკლე დროით, სულ რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში გადაკვეთა თურქეთის საჰაერო სივრცე. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტი არახელსაყრელი ამინდის გამო მოხდა. 

რაც შეეხება 4 ოქტომბერს  მომხდარ ინციდენტს, ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსულ მხარეს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სტოლტენბერგის თქმით, ეს ავიაინციდენტები უნდა განიხილონ რუსეთისა და ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლებმა. „ნატო-სა და რუსეთის სამხედროებს შორის არსებობს კომუნიკაცია. ვფიქრობ, ამ  ხაზების გამოყენება სამხედრო ხელისუფლებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და იმის გასაცხადებლად, თუ რაოდენ სერიოზულად განვიხილავთ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, ბუნებრივი იქნებოდა“, — აღნიშნა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0