ერდოღანი: თურქეთზე თავდასხმა ნატოზე თავდასხმად შეფასდება

© AP Photoრეჯებ თაიფ ერდოღანი
რეჯებ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთსა და თურქეთს შორის კარგი ურთიერთობები შესაძლოა შექმნილმა ვითარებამ გააფუჭოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა. მანამდე ნატომ განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა — "სუ-30"–მა და "სუ-24"-მა, 3 და4 ოქტემბერს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთზე თავდასხმა შეფასდება როგორც თავდასხმა ნატოზე, და დარწმუნებით გაუსვა ხაზი ალიანსის ურყევ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„რუსეთი ახლა ცდილობს ბაზის შექმნას სირიაში და ამის პარალელურად ირღვევა ჩვენი საჰაერო სივრცე. ჩვენ ამის მოთმენა არ ძალგვიძს. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში მოხდა ჩვენთვის არასასურველი მოვლენები. ეს სრულად ეწინააღმდეგება ნატოს პრინციპებს, რის თაობაზეც უკვე გაკეთდა მკვეთრი განცხადებები. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო–ს პოზიცია უცვლელია. და ამ პოზიციის თანახმად, ნებისმიერი თავდასხმა თურქეთზე შეფასდება ნატო–ზე თავდასხმად“, — აღნიშნა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა ერდოღანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, რუსეთსა და თურქეთს შორის კარგი ურთიერთობები, შესაძლოა, გააფუჭოს ინციდენტებმა. „მეგობრის დაკარგვით რუსეთი ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს“, — ხაზი გაუსვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ნატო ირწმუნება, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა „სუ 30-მა" და „სუ 24"-მა, 3 და 4 ოქტომბერს, მიუხედავად თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებისა, დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე.

ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათს, 3 ოქტომბერს რუსულმა „სუ 30"-მა მოკლე დროით, სულ რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში გადაკვეთა თურქეთის საჰაერო სივრცე. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტი არახელსაყრელი ამინდის გამო მოხდა. რაც შეეხება 4 ოქტომბერს  მომხდარ ინციდენტს, ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსულ მხარეს არანაირი ოფიციალური განცახდება არ გაუკეთებია.

 თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ინციდენტი არ გამოიწვევს დაძაბულობას ქვეყნებს შორის. მისი თქმით, მოსკოვმა ანკარას აცნობა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვია და რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0