ოპოზიცია: ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება წინასწარ პატიმრობას ოპოზიციის დასასუსტებლად იყენებს, ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, წინასწარი დაკავებით ბოროტად სარგებლობის შესახებ, ევროპის განაჩენია „ქართული ოცნებისათვის“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა. 

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, წინასწარი პატიმრობით ბოროტად სარგებლობასა და სასამართლო სისტემის პოლიტიზებაში. საქართველოს ხელისუფლება წინასწარ პატიმრობას ოპოზიციის დასასუსტებლად იყენებს, ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც 1 ოქტომბერს მიიღეს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია

 „კენჭისყრის შედეგები ევროპის პოლიტიკური განაჩენია „ქართული ოცნებისათვის“… რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გიგი უგულავა, ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში პოლიტიკური მიზნებისა და მიზეზების გამო აღმოჩნდნენ“, — განუცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებს. 

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასწარი პატიმრობით ბოროტად სარგებლობის მტკიცებულებად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს განჩინება და ასევე პროკურატურის ის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს: ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას ეხებათ. 

 რეზოლუციის პროექტი პედრო აგრამუნტმა (Pedro Agramunt) მოამზადა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია და რომელშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არაობიექტურია

 2015 წლის თებერვალში, აგრამუნტი ეწვია ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელნიც სასჯელს თბილისის ე.წ. მატროსოვის ციხეში იხდიან. 


ყველა ახალი ამბავი
0