დეპუტატი: ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არაობიექტურია

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში, რომელიც ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს იქნა მიღებული, ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასა და სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაში.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში არაობიექტურია, განაცხადა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ. 

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში, რომელიც ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს იქნა მიღებული, ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასა და სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია

 რეზოლუციის პროექტი პედრო აგრამუნტმა (Pedro Agramunt) მოამზადა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია და რომელშიც ასევე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის. სწორედ მის დამოკიდებულებას უწოდა კობახიძემ მიკერძოებული. 

 „მე ბრალს ვდებ მომხსენებელს არაობიექტურობასა და მიკერძოებაში. ის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია და ამ პარტიის მეგობრებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციას“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. 


ყველა ახალი ამბავი
0