ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპელმა პარლამენტარებმა აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ თავისუფალი სასამართლო სისტემის კუთხით მიაღწია, თუმცა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ხელისუფლების შეცვლამდე დაიწყო.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება წინასწარ პატიმრობას ოპოზიციის დასასუსტებლად იყენებს, ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც 1 ოქტომბერს მიიღეს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასწარი პატიმრობით ბოროტად სარგებლობის მტკიცებულებად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს განჩინება და ასევე პროკურატურის ის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს: ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას ეხებათ. 

რეზოლუციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება სასჯელის ზომად შერჩევით იყენებს 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის

წინასწარ პატიმრობას, რათა დაასუსტოს ოპოზიცია. 

ევროპელმა პარლამენტარებმა აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ თავისუფალი სასამართლო სისტემის კუთხით მიაღწია, თუმცა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ხელისუფლების შეცვლამდე დაიწყო. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წინასწარი პატიმრობით ბოროტად მოსარგებლეთა ჩამონათვალში ის ქვეყნები შევიდნენ, რომლებსაც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვთ მოწერილი. 


ყველა ახალი ამბავი
0