ჰეიგი: ახალ ზელანდიასთან მატჩი ცოტა დაძაბული იქნება

© Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მრწვთნელი მილტონ ჰეიგი
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მრწვთნელი მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვფიქრობ მომავალი მატჩი ცოტა დაძაბული იქნება, რადგან გუნდისათვის თავად მიზეზია განსაკუთრებული და ლოგიკურიცაა - ჩვენ ხომ პირველად ვთამაშობთ ახალ ზელანდიასთან“, - თქვა მილტონ ჰეიგმა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის ოფიციალურ პორტალს Rugbyworldcup -ს ახალი ზელანდიის ნაკრებთან მომავალი თამაშის შესახებ თავისი მოსაზრებები გაანდო. 

 „ვფიქრობ მომავალი მატჩი ცოტა დაძაბული იქნება, რადგან გუნდისათვის თავად მიზეზია განსაკუთრებული და ლოგიკურიცაა — ჩვენ ხომ პირველად ვთამაშობთ ახალ ზელანდიასთან“, — თქვა მილტონ ჰეიგმა. 

 მანამდე  "С" ჯგუფში 4 მატჩი ჩატარდა. ახალმა ზელანდიამ არგენტინასთან და ნამიბიასთან მატჩები მოიგო — (26:16) და (58:14) შესაბამისად, ხოლო საქრთველოს ნაკრებმა ტონგასთან 17:10 მოიგო და არგენტინასთან 9:54 წააგო. 

რაგბი. საქართველო-არგენტინა. - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა არგენტინელებთან თამაში წააგო

 „გუშინ საღამოს არგენტინასთან ჩვენი მატჩი განვიხილეთ და გავაანალიზეთ ახალი ზელანდიის თამაში. ისინი ძალიან ძლიერად უტევენ მოედნის ყველა ნაწილში, ამიტომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია დაცვის საკითხი. არგენტინასთან შეხვედრის დროს, ქულების დაგროვების ძალიან კარგი შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ ამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ ისე როგორც საჭირო იყო“, — განაცხადა მწვრთნელმა. 

 „მოხარულნი ვართ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რადგან შანსი ითამაშო მსოფლიო თასზე ასეთ გუნდთან, მთელი კარიერის მანძილზე შესაძლოა მხოლოდ ერთხელ გეწვიოს. არ გვაქვს შიში ან არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ ვიცით, რომ რაგბის უდიდეს ვარსკვლავების წინააღმდეგ ვითამაშებთ და ჩვენს მაქსიმალურ ძალისხმევას მოედანზე, განსაკუთრებით დერეფნებსა შერკიბნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“- თქვა საქართელოს ნაკრების მოთამაშემ ლევან ჩილაჩავამ. 

საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
ქართველი რაგბისტები მსოფლიო თასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს

 "იმდენი ბურთი უნდა მოვიგოთ რამდენიც შესაძლებელი იქნება. ისეთი გუნდი როგორიც ახალი ზელანდიაა, შეეცდება ბევრი მცდელობის რეალიზებას, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ დაპირისპირების ამ მიმართულების შეცვლას, მაშინ ჩვენი შანსები მათ წინააღმდეგ გაიზრდება“, — განაცხადა რაგბისტმა. 

 საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მსოფლიო თასზე თავის შემდეგ მატჩს 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. თამაში კარდიფში „მილენიუმის“ სტადიონზე გაიმართება. 

.


ყველა ახალი ამბავი
0