ქართველი რაგბისტები მსოფლიო თასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე
საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი სიმბოლური ნაკრები შეადგინა სამხრეთაფრიკულმა გამოცემამ planetrugby.com, რომელმაც გორგოძისა და ნარიაშვილის გარდა მასში ვასილ ლობჟანიძეც ჩართო.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების ორი მოთამაშე მამუკა გორგოძე და მიხელი ნარიაშვილი მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, რომელიც ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ Midi-Olympique.fr. მოამზადა. ამასთან გორგოძე, რომელიც მერვე ნომრით თამაშობს, სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდე ნომრადაა გამოცხადებული. 

 „ჩვენ ვიცით, რომ გორგოძე მერვე ნომრით თამაშობს. მან ისე ძლიერად ითამაშა, რომ მისი სიმბოლური ნაკრების გარეთ დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ იგი მეშვიდე ნომრად განვათავსეთ, ხოლო მერვე ლუი პიკამოლეს (საფრანგეთი) მივეცით“, — წერს თავის გვერდზე გამოცემა. 

 ასევე გულუხვი კომპლიმენტებით სეამკო გამოცემამ მიხეილ ნარიაშვილი: „საქართველოს ნაკრების ტონგაზე გამარჯვება იმ უძლიერესი შერკინების დამსახურებაა, რომელშიც საუკეთესო ნარიაშვილი იყო“. 

 თავისი სიმბოლური ნაკრები შეადგინა სამხრეთაფრიკულმა გამოცემამ planetrugby.com, რომელმაც გორგოძისა და ნარიაშვილის გარდა მასში ვასილ ლობჟანიძეც ჩართო. 

 „ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ოდესმე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია, არც ერთი წუთით არ შეუშინებია მრისხანე მოწინააღმდეგეს. მისი როლი, საქართველოს ნაკრების ტონგაზე გამარჯვებაში — შეუფასებელია“, — წერს გამოცემა ლობჟანიძეზე. 

 პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ტონგას ანგარიშით 17:10 მოუგო. იმავე С ჯგუფში მოქმედმა ჩემპიონებმა ახალზელანდიელებმა არგენტინელებს 26:16 მოუგეს. 

შემდეგ მატჩს საქართველო არგენტინის წინააღმდეგ 25 სექტემბერს გამართავს. 


ყველა ახალი ამბავი
0