საქართველოს რაგბის ნაკრებმა არგენტინელებთან თამაში წააგო

© Союз регби Грузииრაგბი. საქართველო-არგენტინა.
რაგბი. საქართველო-არგენტინა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად ქართველი მოთამაშეებისა და მათი მწვრთნელების განცხადებისა, ქართულმა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ შეძლო თანაბარი მეტოქეობა გაეწია არგენტინელთათვის.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში, არგენტინის გუნდთან 9:54 (9:14)  წააგო. 

 მიუხედავად ქართველი მოთამაშეებისა და მათი მწვრთნელების განცხადებისა, ქართულმა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ შეძლო თანაბარი მეტოქეობა გაეწია არგენტინელთათვის, იტყობინება პორტალი Rugger.

 პირველი ტაიმი თანაბარი ძალებით წარიმართა და არგენტინელთა უმნიშვნელო უპირატესობით 14:9 დასრულდა. მცდელობის ავტორი ტომას ლავანინი გახდა, ხოლო ნიკოლას სანჩესმა ორი საჯარიმო და დროპ-გოლი გაიტანა.  „ბორჯღალოსნების“ პასუხი მერაბ კვირიკაშვილის სამი ზუსტი სროლა იყო. 

 შეხვედრის მეორე ნახევარი ქართული ნაკრებისათვის კოშმარად იქცა. 45-ე წუთზე მამუკა გორგოძემ ყვითელი ბარათი მიიღო და ეს „ლოს პუმასისათვის“ ათვლის წერტილი გახდა. დანიელ ურკადეს გუნდმა „ლელოს“ კაპიტნის არყოფნაში სამი მცდელობის რეალიზაცია შესძლეს. ასეთი ნოკდაუნის შემდეგ, მილტონ ხეიგის გუნდი თითქოს გამოფხიზლდა და ახლოსაც კი იყვნენ თამაშში პირველი გატანისათვის, მაგრამ არგენტინელთა დაცვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. 

 მატჩის ფინალი ლათინოამერიკელთა სრული აკომპანიმენტით წარიმართა. არგენტინელმა რაგბისტებმა კიდევ სამი მცდელობა, ხოლო მარსელო ბოშმა ორი რეალიზაცია გაიტანა. 

 არგენტინა (14) 54:9 (9) საქართველო

 მცდელობა:ლავანინი (10), კუბელლი (47), იმხოფი (49, 76), კორდერო (53, 72), ლანდახო (70) — არა;

 რეალიზაცია: სანჩესი (48, 51, 54), ბოში (73, 77) — არა;

 საჯარიმო: სანჩესი (21, 35) — კვირიკაშვილი (17, 20, 32);

 დროპ-გოლი: სანჩესი (6) — არა;

 ყვითელი ბარათი: არა — გორგოძე (45);

 მანამდე "С" ჯგუფში სამი მატჩი სედგა. ახალმა ზელანდიამ მოუგო არგენტინას  (26:16) და ნამიბიას (58:14), ხოლო საქართველოს ნაკრებმა ტონგას 17:10.

 

ყველა ახალი ამბავი
0