„დეიდა ნინა თბილისიდან“ ანუ ბურჯანაძის პეტერბურგული ვოიაჟის შედეგები

გამოწერა
გასულ კვირას, 24 სექტემბერს, ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის მიზნით, სანქტ-პეტერბურგში ბურჯანაძის ვიზიტი გაიმართა. პოლიტიკოსი 2015 წლის ივლისშიც იმყოფებოდა რუსეთში, სადაც წამყვან პოლიტიკოსებთან, მათ შორის – სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრები გამართა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ერთადერთი გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ღიად ჩადის რუსეთში.

თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: უსაფრთხოების უზრუნველყოფისას რუსეთის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ

უშიშარი ნინო

გასულ კვირას, 24 სექტემბერს, ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის მიზნით, სანქტ-პეტერბურგში ბურჯანაძის ვიზიტი გაიმართა. პოლიტიკოსი 2015 წლის ივლისშიც იმყოფებოდა რუსეთში, სადაც წამყვან პოლიტიკოსებთან, მათ შორის –  სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრები გამართა. 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გასული ვიზიტი მოსკოვში როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ისე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გააკრიტიკა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცხინვალის რეგიონში „საზღვარზე“ მომხდარ მოვლენებსა და ბურჯანაძის ვიზიტს შორის კავშირი დაინახა.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვს 10-11 ივლისს ეწვია, სადაც სახელმწიფო მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრები. 10 ივლისს დაიძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონის „საზღვარზე“, როდესაც გორის რაიონის სოფლებთან ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა წარწერით „სამხრეთ ოსეთი“.

სანკტ-პეტერბურგის ვიზიტი ჯერჯერობით უკომენტაროდ, ასევე უშედეგოდ დარჩა.

ჩვენ შორის დარჩეს, გოგოებო…

ევრაზიის ქალთა ფორუმი, რომელშიც ნინო ბურჯანაძე მონაწილეობდა,  ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სოციალურ ინტეგრაციაში ქალების მონაწილეობის გაფართოებას მიეძღვნა. ფორუმზე განხილვის ძირთადი თემები იყო სოციალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სოციალურ ინტეგრაციაში ქალთა მონაწილეობის გაფართოების საკითხები.

ევრაზიის ქალთა ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ დეპუტატები, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, საქმიანი წრეების, სამეცნიერო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ქალთა მოძრაობების ავტორიტეტული მოღვაწეები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმი და პლენარული სხდომა „ქალები თანამედროვე სამყაროში: თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ გახსნა, რომელთან შეხვედრაც ბურჯანაძისთვის ერთ-ერთ საკვანძოდ იქცა.

ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
მატვიენკო და ბურჯანაძე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდიან

ნატო — არ გვინდა, ან მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ

მატვიენკოსა და ბურჯანაძეს შორის „არც თუ ქალური საუბრის“ თემები უმაღლეს სამთავრობო დონეზე დიალოგის აუცილებლობა და რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი გახდა.

„ჩვენ მზად ვართ, დიალოგი საქართველოს ნებისმიერ პოლიტიკოსთან გავაგრძელოთ, და ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსია“, — განუცხადა მატვიენკომ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ბურჯანაძე საქართველოში ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსია.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთში საქართველოსთან ურთიერთობების გაციების პერიოდი მტკივნეულად გადაიტანეს.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ საუბრისას, მატვიენკომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება განიხილა როგორც ფაქტორი, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების სრულფასოვან განვითარებას აბრკოლებს.

„რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა და ემხრობა რუსულ-ქართული ურთიერთობების ჰარმონიზაციას. ჩვენ გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი შეუვალი პოზიცია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების სრულფასოვან განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ გვაშფოთებს საქართველოს დაახლოება ნატოსთან, რაც ამიერკავკასიაში სტაბილურობას ხელს არ უწყობს. მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ურთიერთობების ნორმალურ დონეზე გადავალთ“, — განაცხადა მატვიენკომ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო, გარდა ამისა, ბურჯანაძეს საკუთარ ქვეყანაში უცხოური სამხედრო ბაზების ნახვა არ სურს.

„რუსეთი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს მხრიდან მას არაფერი ემუქრება, და ეს რუსეთის კანონიერი ინტერესია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი, რომელმაც თავის საზღვრებზე თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ჩვენ, საქართველოში, უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა – პატარა თუ დიდი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე არ შეიძლება. ეს ცხადია. და სანამ ამას საქართველოში არ გავაცნობიერებთ, ყოველთვის დიდი თავის ტკივილი გვექნება“, — აღნიშნა ბურჯანაძემ ევრაზიის ქალთა ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

პოლიტიკოსმა ასევე ორ სახელმწიფოს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ერთად ჩვენი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები ისე გადაწყდება, როგორც ორივე სახელმწიფოსთვის არის ხელსაყრელი“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი აზრით, საქართველომ რუსეთთან აქტიური დიალოგი აუცილებლად უნდა აღადგინოს.

„ვიმედოვნებ, რომ ევრაზიის ქალთა ფორუმზე ჩვენი შეხვედრები ამას ხელს შეუწყობს“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. 2004 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0