მატვიენკო და ბურჯანაძე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდიან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, რუსეთს აღელვებს საქართველოს ნატოსთან დაახლოება და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები გააგრძელებენ დიალოგს და შეძლებენ „ურთიერთობების ნორმალიზებას“.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და საქართველოს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პეტერბურგში გამართულ ევრაზიულ ქალთა ფორუმზე საქართველოსა და რუსეთს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოვიდნენ.

„რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოვა რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციის ინიციატივით. თუმცა, ჩვენ საქართველოს მთავრობის რამდენიმე ისეთი პოიცია გვაღელვებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულყოფილად განვითარების საშუალებას არ იძლევიან. ჩვენ საქართველოს ნატოსთან დაახლოება გვაღელვებს, რაც კავკასიაში სტაბილიზაციას არ უწყობს ხელს. საჭიროა დიალოგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დომეზე გაგრძელდეს, მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა მატვიენკომ.

ბურჯანაძემ, თავის მხრივ, ასევე ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას. „გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ ვითარების ჩიხიდან გამოყვანას. მჯერა, რომ ეს პრობლემები ორივე სახელმწიფოსათვის მისაღებად მოგვარდება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის აუცილებელია რუსეთთან აქტიური დიალოგის წარმართვა. „იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი შეხვედრა ევრაზიულ ქალთა ფორუმზე ამას ხელს შეუწყობს“, – განმარტა პოლიტიკოსმა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0