პრემიერმა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა

© Facebook / Irakli Garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გააუმჯობესებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ნიუ-ორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური კვირას, 27 სექტემბერს.

 გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესიაზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  აშშ-ში პარასკევს, 25 სექტემბერს გაემგზავრა. 

 „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის…2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა

 ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ხელმოწერა სტამბოლის კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ.

 მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.

 „ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება, როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გააუმჯობესებ", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

 „ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია", — განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იღწვის ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ში გაეროს გენასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა

 ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში,ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან.

 საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. 

 გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნა. ძირითადი დებატები 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0