საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ში გაეროს გენასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა

© geotimesირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სამიტზე გამოსვლა, რომელიც ტარდება თემაზე „2015 წლის მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესიაზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს, 25 სექტემბერს გაემგზავრა, იუწყება ქართული მედია.

საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სამიტზე გამოსვლა, რომელიც ტარდება თემაზე „2015 წლის მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე Georgia-Making Business Easy, შეხვდება ქართველ სტუდენტებს და მოინახულებს Discover Georgia–ს გამოფენას.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგში გაწერილია მონაწილეობის მიღება მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე და  SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში თემაზე — დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან. 

ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან.

საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. 

გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნება. ძირითადი დებატები 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

 


ყველა ახალი ამბავი
0