უგულავა: ადამიანი შეიძლება სამ კვადრატულ მეტრში იჯდე და უფრო თავისუფალი იყო...

გამოწერა
ადვოკატი: ყველაფერს ვიღონებთ, რომ გიგი უგულავა შემდგომი ისტანციებში გამართლდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „ადამიანი შეიძლება სამ კვადრატულ მეტრში იჯდე და უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე შუშის სასახლეში“- ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხდების მოლოდინში შეკრებილ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მის გულშემატკივრებს უთხრა. 

 ერთი დღით ადრე, 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ, იმით იყო განპირობებული, რომ მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის წინასწარ პატიმრობას ცხრა თვეზე მეტხანს უშვებს, არაკონსტიტუციურია. მანამდე  უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა.

თბილისის მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა: მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილს ჩემთან ეს ბრძოლა არ დაუმთავრებია

 18 სექტემბერს საღამოს 22:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "თბილსერვისის" საქმეზე დამნაშავედ ცნო და  საბოლოო სასჯელი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით განუსაზღვრა. 

 მანამდე, წინა დღით გათავისუფლებულ გიგი უგულავას 4 საათის მანძილზე, კვლავ სასამართლო განხილვაზე მოუწია დასწრება.  

 განაჩენის გამოტანამდე სასამართლოს ეზოში უგულავას მომხრეები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ შეკრებილნი და ერთგვარი იმპროვიზებული მიტინგიც კი შედგა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ აღნიშნეს, რომ 2016 წელს აპირებენ მშვიდობიანი — არჩევნების გზით კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. 

 მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას გიგი უგულავა სასამართლო დარბაზში არ დასწრებია. იგი სასამართლოს ეზოში იდგა ოჯახის წეევრებთან და მეგობრებთან ერთად, როცა განაჩენის შესახებ აცნობეს. ყოფილი მერი მარტო შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, საიდანაც სავარაუდოდ ბადრაგმა კვლავ მატროსოვის ციხეში დააბრუნა. 

 აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

 „დღეს სასამართლომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა“ — განაცხადა პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 

 “მოსამართლემ კოჭი გაუგორა მთავრობას,”- ეს კომენტარი კი გიგი უგულავას ხელახალი დაპატიმრების შემდეგ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.

 ბასილაიას განცხადებით, იგი არ დანებდება და  თუ შემდგომ ისტანციებში ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა,  გიგი უგულავას საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართავს. 

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა — თავისუფალი პატიმარი

 “ეს მოსამართლე ჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელიც მთავრობას კოჭს უგდებს… ეს ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. მოსამართლეს მოუწევს საუბარი თუ ვინ მოახდინა ზეწოლა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება 4 საათში მიიღო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლის, სასამართლოს და მთავრობის სინდისზეა… სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაა. აუცილებელია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველაფერს ვიღონებთ, რომ გიგი უგულავა შემდგომი ისტანციებში გამართლდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ,”-  თქვა ბექა ბასილაიამ.

 მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო თბილისის ყოფლილი მერის მომხრეებმა საპროტესტო აქცია ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს, სადაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. მედიის ინფორმაციითვე, ამ დროისათვის აქციის ორი მონაწილე სამართალდამცავებმა დააკავეს. 


ყველა ახალი ამბავი
0