გიგი უგულავა: მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილს ჩემთან ეს ბრძოლა არ დაუმთავრებია

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშითბილისის მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისის მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისი,17 სექტემბერი —Sputnik. 17 სექტემბერს, ხუთშაბათს, საღამოს 23 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

 „მე დღესაც მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილს ჩემთან მიმართებაში ეს ბრძოლა არ დაუმთავრებია, ესენი ჩასაფრდებიან და პირველივე მოსახვევში შეეცდებიან კვანტი დამიდონ, თუმცა ამას დღეს მინიშვნელობა არ აქვს… მნიშვნელოვანია ის, რომ მე დავამტკიცე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა გადის თუ არა ეს გზა ციხეზე, დამცირებაზე, კვერცხების სროლაზე… თუ მართალი ხარ უკან არ უნდა დაიხიო“ — განაცხადა სასამართლო დარბაზიდან 14 თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 ყოფილი მერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს მიუხედავად იმისა „შებრუნდება თუა არა ციხეში“. 

 „მე ბოღმა არ მამოძრავებს, ვიცი რა არის სიკეთე და ამ სიკეთისთვის ვაპირებ ბრძოლას. ჩემთვის ეს წელიწადნახევარი იყო შესაძლებლობა სხვა ნაპირიდან შემეხედა ცხოვრებისათვის და ძალიან დიდი გამოცდილება, ამიტომ ამ დროს დაკარგულად არ ვთვლი“, — განაცხადა უგულავამ. 

 თბილისის ყოფილი მერი თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ გრძნობს რამხელა პრობლემებია საქართველოში. მისი თქმით ივანიშვილი ვერ გრძნობს ვერც ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ვერც იმას თუ რა ხდება ქვეყანაში. 

 „მთავარია არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და გავისტუმროთ ის უბედურება რაც ამ ადამიანმა (ივანიშვილმა — რედ.შენ.) ქვეყანას თავს დააქცია… თუ შნო აქვს არჩევნებში დაგვიპირისპირდეს, ხელისუფლება მათ ხელშია, მილიარდები მათ ხელშია და დამარცხებაც მათ ხელშია!“ — დაასკვნა გიგი უგულავამ. 

 გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 4 ივლისს შეეფარდა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტს სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის იგივე ზომა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე გამოიყენა. გიგი უგულავამ წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 

 ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არაკონსტიტუციურია. 

 „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებშია ბრალდებული. ძირითადად საქმე ეხება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და პარტიის სასარგებლოდ, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია, ფულის გათეთრებას.


ყველა ახალი ამბავი
0