დიდ ბრიტანეთში რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyრეგბი, საქართველოს ნაკრები
რეგბი, საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს, თავის პირველ შერკინებას „С“ ჯგუფში ტონგას გუნდის წინააღმდეგ შაბათს, 19 სექტემბერს გამართავს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის კუნძულებზე პარასკევს, 18 სექტემბერს რაგბიში მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი იღებს სტარტს. ტურნირი ინგლისსა და უელსში ჩატარდება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სასტარტო მატჩში, რომელიც ლონდონის „ტუიკენემის“ სტადიონზე შედგება, ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები შეხვდებიან.

 მსოფლიო ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას. ისინი ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილი, თითოეულში ხუთ-ხუთი გუნდია. ¼ ფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადავა.

მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

 საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს, თავის პირველ შერკინებას „С“ ჯგუფში ტონგას გუნდის წინააღმდეგ შაბათს, 19 სექტემბერს გამართავს.

 მეტოქეები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ორი შეხვედრა, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ფარგლებში, 1999 წელს გაიმართა. თბილისში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 28:17 გაიმარჯვა, ხოლო გასვლით მატჩში 6:37 წააგო. კიდევ ერთი თამაში გასულ წელს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით — 23:9 დასრულდა.

„ტონგის თამაშს დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობთ და ვაანალიზებთ. მთავარია, ჩვენმა გუნდმა, მიუხედავად მოწინააღმდეგის ზეწოლისა, თამაშის დასახული გეგმა შეასრულოს. 80-ვე წუთი თავდადებით უნდა ვითამაშოთ“, — განაცხადა მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგის ნაკრებთან:

უკანა ხაზი:

მერაბ კვირიკაშვილი (15) („მონლუსონი“, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (14) (“აჟენი“, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (13) („ენისეი“, რუსეთი), მერაბ შარიქაძე (12) („ორიიაკი, საფრანგეთი), გიორგი აფციაური (11) („აია“, საქართველო), ლაშა მალაღურიძე (10) („ბაგნერე“, საფრანგეთი), ვასილ ლობჟანიძე (9) („არმაზი“, საქართველო).

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი (1) („მონპელიე“, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (2) („ყოჩები“, საქართველო), დავით ზირაქიშვილი (3) („კლერნონი“, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (4) („ტულონი“, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (5) („ტარბი“, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (6) („ბათუმი“, საქართველო), ვიტო კოლელიშვილი (7) („კლერმონი“, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (კაპიტანი, 9) („ტულონი“, საფრანგეთი).

ტონგის ნაკრების გარდა, ქართველი მორაგბეების მოწინააღმდეგენი „С“ ჯგუფში იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებები. საქართველო და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთსა და იმავე ჯგუფში უკვე მესამედ ხვდებიან.

საქართველოს ნაკრების მატჩების ცხრილი:

19 სექტემბერი

საქართველო — ტონგა (გლოსტერი, „კინგსჰოლმი“)

25 სექტემბერი

არგენტინა — საქართველო (გლოსტერი, „კინგსჰოლმი“)

2 ოქტომბერი

ახალი ზელანდია — საქართველო (კარდიფი, „მილენიუმი“)

7 ოქტომბერი

ნამიბია — საქართველო (ნიუკასლი, „სენტ ჯეიმს პარკი).

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0