რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Georgian Rugbyმილტონ ჰეიგი
მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, ქართველი რაგბისტები კანადელების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ. თამაში 22:45 საათზე დაიწყება. კიდევ ერთი შერკინება 5 სექტემბერს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რაგბიში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რაგბისტების ვინაობა დაასახელა.

პირველი ხაზი

დავით ზირაქიშვილი („კლერნონი“, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა („ტულონი“, საფრანგეთი), დავით კუბრიაშვილი („სტად ფრანსი“, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი („ყოჩები“, საქართველო), მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე („ვალანსი“, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი („ბრივი“, საფრანგეთი).

მეორე ხაზი

კონსტანტინე მიქაუტაძე („ტულონი“, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი („ორიაკი“, საფრანგეთი).

მესამე ხაზი

მამუკა გორგოძე („ტილონი“, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, საქართველო).

№9

გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, საქართველო), ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, საქართველო), ვაჟა ხუციშვილი („ლოკომოტივი“, საქართველო).

№10

ლაშა ხმალაძე („ლელო“, საქართველო), ლაშა მალაღურიძე („ბაგნერე“, საფრანგეთი).

№12-13

დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი), მერაბ შარიქაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), მურაზ გიორგაძე („არმაზი“, საქართველო).

№11-14

ალექსანდრე თოდუა („ლელო“, საქართველო), გიორგი ფრუიძე („აია“, საქართველო), თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი), გიორგი აფციაური („აია“, საქართველო).

№15

მერაბ კვირიკაშვილი („მონლუსონი“, საფრანგეთი), ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“, საქართველო).

მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხე იქნება.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები კონკურენტუნარიანი იქნება. ამ გუნდის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 2012 წელს დავიწყეთ. სელექციის პროცესი რამდენიმე თვეა გრძელდება და საბოლოოდ, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ყველაზე ძლიერი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოდესმე მიუღია მონაწილეობა.

ამჟამად საქართველოს ნაკრები ინგლისში იმყოფება, სადაც მსოფლიო პირველობისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ქართველი რაგბისტები კანადელების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ, რომელიც 22:45 საათზე დაიწყება.

კიდევ ერთი ორთაბრძოლა იაპონელების წინააღმდეგ 5 სექტემბერს არის დაგეგმილი.

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ინგლისსა და უელსში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. „С“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგისა და ნამიბიის გუნდები. ქართული გუნდი პირველ მატჩს 19 სექტემბერს ტონგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 


ყველა ახალი ამბავი
0