თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალ რეიტინგში, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭომ გამოაქვეყნა, იაპონიის გუნდს გადაუსწრო და მე-14 ადგილიდან მე-13-ზე გადინაცვლა.
მილტონ ჰეიგის გუნდმა წარმატება გაიმეორა. საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილზე ზემოთ არასდროს ყოფილა.
ახლა ქართულ რაგბისტებს აქტივში 72,16 ქულა აქვთ, ხოლო მე-12 ადგილზე გასულ იტონგას სამეფოს გუნდს-74,51 ქულა.
მსოფლიოს უძლიერესთა რეიტინგს სათავეში ახალი ზელანდია უდგას. მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკელი რაგბისტები არიან, ხოლო მესამეზე — ირლანდიის ნაკრები.
2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ინგლისსა და უელსში რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინის, ნამიბიისა და ტონგას სამეფოს გუნდები.