ღობე საზღვარზე: უნგრეთმა ლტოლვილებისათვის განკუთვნილი ევროპაში გასასვლელი გადაკეტა

გამოწერა
უნგრეთში მუშებმა სოფელ როსეს რაიონში რკინიგზის გაყოლებაზე მავთულხლართები გაავლეს, რათა საზღვარზე თავისუფალი გადასვლა გადაეკეტათ და არალეგალურ ემიგრანტებს ლტოლვილების შესახებ ახალი კანონის ძალაში მიღებასთან დაკავშირებით მისი გადაკვეთა შეეჩერებინა.

უნგრეთში მუშებმა სოფელ როსეს რაიონში რკინიგზის გაყოლებაზე მავთულხლართები გაავლეს, რათა საზღვარზე თავისუფალი გადასვლა გადაეკეტათ და არალეგალურ ემიგრანტებს ლტოლვილების შესახებ ახალი კანონის ძალაში მიღებასთან დაკავშირებით მისი გადაკვეთა შეეჩერებინა.

15 სექტემბრიდან ლტოლვილებმა, რომლებიც უკანონოდ კვეთენ უნგრეთი–სერბეთის საზღვარს, შესაძლოა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან დეპორტაცია მიიღონ სერბეთში. ლტოლვილის ოფიციალური სტატუსის მიღების მსურველები შესაძლოა სერბეთში დააბრუნონ დოკუმენტების გაფორმების დასრულებამდე.

ემიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ აქამდე არ მიღებულა მკაცრი ზომები: 

ლტოლვილთა ტალღამ გერმანია აიძულა საზღვრები დაეკეტა: მაღალჩინოსანთა განცხადებები - Sputnik საქართველო
ლტოლვილთა ტალღამ გერმანია აიძულა საზღვრები დაეკეტა: მაღალჩინოსანთა განცხადებები

მათ ქვეყანაში დარჩენა შეეძლოთ უნგრეთ–სერბეთის ნაკლებად დაცული მავთულხლართიანი საზღვრის ზღუდეების გადაკვეთის შემდეგ.

15 სექტემბრის დალოდებამდე უნგრეთმა ორშაბათს დღისით სოფელ როსკეს რაიონში საზღვარზე თავისუფალი აგდასვლა შეზღუდეს. ამ ადგილზე დღეს დღისით პოლიციელებმა მავთულხლართიანი ზღვარი გაავლეს, რკინიგზა კი ვაგონით გადაკეტეს.

სერბეთი და უნგრეთი ბოლო თვეებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სირიიდან მიღებული ლტოლვილების 

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
უნგრეთის საზღვრები დღე-ღამეში ლტოლვილთა რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა

რაოდენობის მკვეთრ ზრდას აღნიშნავენ, რომლებიც დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისკენ მიემართებიან.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 000 ემიგრანტი ჩავიდა, ყოველდღიურად მათი რიგები ათასობით ახლად ჩასულით იზრდება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ახლანდელი საემიგრაციო კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესია. 

ყველა ახალი ამბავი
0