გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა და ბავარიის პრემიერმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ბერლინის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც მათ დროებით უნდა აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი ევროკავშირის ქვეყნებთან ლტოლვილების დიდი ტალღის გამო.
გერმანიის ხელისუფლებამ შენგენის კოდექსის საზღვრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება გადაწყვიტა და ევროკავშირის ქვეყნებთან სასაზღვრო კონტროლს დროებით აღადგენს.
შენგენის კოდექსის 23-ე მუხლი საზღვრებთან დაკავშირებით ზონის შიგნით შიდა
საზღვრებზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
"საზოგადოებრივი წესრიგისადმი ან შიდა უსაფრთხოებისადმი სერიოზული საფრთხის შემთხვევაში წევრ ქვეყანას გამორიცხვის მეთოდით საკუთარ საზღვრებზე არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში სასაზღვრო კონტროლის აღდგენა შეუძლია ან იმ ვადით, თუ საფრთხის მოქმედება 30 დღეს აჭარბებს", — ნათქვამია დოკუმენტში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა განაცხადა, რომ კონტროლი უსაფრთხოების
მიზნის განახლდა, პირველ რიგში, ავსტრიის საზღვარზე ბავარიაში. გასულ კვირაში ზუსტად აქ ათობით ათასი ლტოლვილი გადავიდა საზღვარზე. ტელეკომპანიის Bayerischer Rundfunk ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოდან ბავარიაში დაახლოებით 63 ათასი ლტოლვილი ჩავიდა, ძირითადად მიუხენის გავლით.
მეზერმა აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ განაგრძობს ლტოლვილების დაცვის ევროპული და ეროვნული ნორმების გათვალისწინებას, მაგრამ ყველას მიღებას მხოლოდ ის ვერ შეძლებს.
გერმანია, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მაგნიტივით იზიდავს ლტოლვილებს სოციალური სისტემისა და ფინანსური შესაძლებლობების გამო. სხვა ქვეყნებში, მაგალითად როგორიცაა უნგრეთი, ლტოლვილებს უბრალოდ არ სურთ გაჩერება და მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებენ მას.