ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტმა ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა მასშტაბური ნაკადების ჩასვლა გამოიწვია. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ ემიგრანტები თავშესაფრის მიღებას და როგორ დახვედრას უწყობენ მათ ადგილობრივები.
გასულ დღე-ღამეში უნგრეთის საზღვარი გადაკვეთა ლტოლვილთა რეკორდულმა რაოდენობამ — 3321 ადამიანმა, ჩონგრადის ოლქის პოლიციამ შეატყობინა "რია ნოვოსტის". ემიგრანტების ტალღა მიედინება მაკედონიის, საბერძნეთის, სერბეთისა და იტალიის გავლითაც.
თავშესაფრის მაძიებელ ადამიანთა უმეტესობას გერმანიაში მოხვედრა სურს, სადაც სოციალური მხარდაჭერის სისტემა განსაკუთრებით განვითარებულია.
ქვეყნებში, რომლებსაც ლტოლვილები შესასვენებელ პუნქტებად იყენებენ, იქმნება დროებითი ბანაკები, ინიშნება
დამატებით სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებიც ყველა მსურველის გადასაყვანად საკმარისი მაინც არ არის.
ხშირად ხდება კონფლიქტის წამოწყებისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტები, რომლებიც
ემიგრანტების მიმღებ პუნქტებში სიტუაიის გაკონტროლებას ცდილობენ.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 350 000 ემიგრანტი ჩავიდა, ყოველდღიურად მათ რიგებს ახლად ჩასული ათასობით ლტოლვილი ემატება.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ მიმდინარე მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდია.
მანამდე გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საქმეში ანტონიუ გუტარეშმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ლტოლვილების კვოტების სისტემის მიხედვით განაწილებისკენ მოუწოდა, რაც მინიმუმ 200 000 ლტოლვილს ითვალისწინებდა, რომლებიც იმ დროისათვის საბერძნეთში, უნგრეთსა და იტალიაში იმყოფებოდნენ.
მანამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრ ვინტერსტეინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ემიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკომისია თავშესაფრების გამოყოფის, ემიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით 5 მილიონ ევროს გამოუყოფდა ავსტრიას და 4 მილიონ ევროს უნგრეთს.