ბოევიკები ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ „გაცემული“ პასპორტებით ჩადიან

© AP Photo/ Militant website via AP"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკთა ავტოკოლონა
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკთა ავტოკოლონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გეორგ შპეტლე აცხადებს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელთ იგდო სირიული პასპორტების ბლანკები და თავად უფორმებს დოკუმენტებს საკუთარ ბოევიკებს, რათა ევროპაში ლტოლვილების სახით შეუშვას.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. რადიკალურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელში ჩაიგდო სირიული პასპორტების ნამდვილი ბლანკები და მათ საკუთარი ბოევიკების ევროპაში შესაგზავნად იყენებს ლტოლვილების სახით, განაცხადა უნგრელ–გერმანელმა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში გეორგ შპეტლემ უნგრეთის სახელმწიფო ტელეარხის, М1–ის ეთერში. შპეტლე უნგრეთში ცნობილია სპეცსამსახურებთან ახლო კავშირებით. 

როგორც ექსპერტი ამბობს, მას ძალიან აშფოთებს ლტოლვილთა შორის ახალგაზრდა მამაკაცების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჯარისკაცებს, ან ყოფილ ჯარისკაცებს ჰგვანან. „ასეთების მთელი არმიაა“, — ასკვნის ის. 

შპეტლემ აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ნაკადი გერმანიამდე და ევროპის სხვა სახელმწიფოებამდე, პრაქტიკულად, შემოწმების გარეშე ჩადის. „ასეთი ბრბოს შემოწმება შეუძლებელია… ნაკადი ისეთია, რომ სპეცსამსახურები უძლურები არიან“, — აღიარა ექსპერტმა. 

„ამასთან დაკავშირებით გერმანიის სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა განცხადებები, თითქოს ლტოლვილებთან ერთად ვერანაირი ტერორისტი ვერ შემოაღწევდა — ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა“, — მიაჩნია შპეტლეს. 

გეორგ შპეტლე — გერმანიის ბუნდესვერის ყოფილი თანამშრომელი, აჟამად დეტექტური სააგენტოს კონსულტანტი და უნგრეთის ეროვნული უნივერსიტეტის პედაგოგი. 

დღესდღეობით ლტოლვილები ნამდვილად შემოწმების გარეშე გადადიან უნგრეთში სერბეთთან საზღვრის გავლით, რომელიც ამავდროულად ევროკავშირთან საზღვარიცაა. წესით ისინი უნგრეთის პოლიციასთან უნდა რეგისტრირდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ჩასულთა ნახევარი ავსტრიასა და გერმანიაში მიემგზავრება ყოველგვარი შემოწმებისა და რეგისტრაციის გარეშე. 

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 350 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მათი რიგები ყოველდღიურად იზრდება ახალჩასულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ეს სამიგრაციო კრიზისი უმსხვილესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ მიგრაციულ კრიზისებს შორის. მანამდე გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს, გადაენაწილებინათ საბერძნეთში, უნგრეთსა და იტალიაში მყოფი ლტოლვილები არანაკლებ 200 ათასი კაცისა თითოეულ ქვეყანაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0