რამდენიმე ასეულმა ლტოლვილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და უნგრეთის სერბეთის მოსაზღვრე ქალაქი როსკის დროებითი მიმღები პუნქტი დატოვა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გარბოდნენ ბანაკიდან ემიგრანტები.
მას შემდეგ, რაც ემიგრანტების ჯგუფმა პოლიციის კორდონი გაარღვია. უნგრეთმა შოსე M5 გადაკეტა, იუწყება სააგენტო როიტერი ადგლობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი პორტალის Index მონაცემებით, ლტოლვილთა მიმღები პუნქტი დაახლოებით 400-მა ადამიანმა დატოვა. მათგან ნახევარი შოსესკენ გაემართა, დანარჩენები კი — ქალაქ სეგედისკენ მიმავალი გზისკენ.
მანამდე რამდენიმე ასეული ლტოლვილი, რომლებმაც სერბეთისა და უნგრეთის საზღვარი როსკეს რაიონში გადაკვეთეს, უარი თქვეს საემიგრაციო ბანაკში წასვლაზე იმიტომ, რომ ეშინოდათ, მათ უნგრეთში დატოვებდნენ, ვინაიდან მათ ევროკავშირის უფრო მდიდარ ქვეყნებში სურთ წასვლა. ამის მაგიერ ისინი ბუდაპეშტის მიმართულებით გაყვნენ გზას, რომელიც საზღვრიდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
თუმცა როსკედან გამოსვლისას პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა. 2 საათიანი კამათის შემდეგ პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ავტობუსები მიიყვანა. თავიდან ჩასხდნენ ქალები და ბავშვები, რადგან ქუჩაში სიცივე იყო. ამის შემდეგ პოლიციამ მამაკაცები ძალის გამოყენებით ჩასვა ავტობუსში. დაიწყო შეტაკება, ლტოლვილები პოლიციას წყლით სავსე ბოთლებსა და ნაგავს ესროდნენ. საპასუხოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი ემიგრანტი ჩავიდა. ექსპერტების აზრით, 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 000-მდე ლტოლვილი ჩავიდა. ამ მომენტისათვის ევროკავშირის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის დროს არალეგალურად მიგრირებულ ლტოლვილებთან დაკავშირებით სიტუაცია კრიზისულია. მათი უმრავლესობა, ვინც ბოლო თვეებში ევროკავშირის საზღვრებისკენ გაემართა, არიან ლტოლვილები სირიიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სუდანიდან და კონფლიქტის სხვა ზონებიდან.