საკვები, ტანსაცმელი, აპლოდისმენტები: როგორ დავდნენ ლტოლვილებს გერმანიაში

გამოწერა
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ათასობით ლტოლვილი ჩავიდა გასულ შაბათ-კვირას გერმანიის ქალაქებში ტრანზიტით ბუდაპეშტისა და ვენის გავლით. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხვდებოდნენ გერმანიის ქალაქებში რინიგზის სადგურებზე ემიგრანტებს.

აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ათასობით ლტოლვილი ჩავიდა გასულ შაბათ-კვირას გერმანიის ქალაქებში ტრანზიტით ბუდაპეშტისა და ვენის გავლით. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხვდებოდნენ გერმანიის ქალაქებში რინიგზის სადგურებზე ემიგრანტებს.

კვირას ფრანკფურტის მაცხოვრებლები რკინიგზის სადგურებზე აპლოდისმენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით დახვდნენ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილებს. შტუტგარტში ამავე დღეს მოხალისეები ემიგრანტებს წყალსა და პროდუქტებს ურიგებდნენ.

ემიგრანტები ბუდაპეშტიდან ვენის გავლით მიუნხენში უნდა ჩასულიყვნენ, საიდანაც მათ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაანაწილებდნენ. სააგენტოს Ruptly ინფორმაციით, შაბათს საღამოს მიუნხენში სულ 6000-მდე ლტოლვილი ჩავიდა. 

ეგეოსის ზღვა - Sputnik საქართველო
კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებს ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს

გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩასული ლტოლვილებისა და ემიგრანტების მიღებისა და თავშესაფრის მიცემისათვოს 6 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტეს. იუწყება სააგენტო DPA.

გამოცემის Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung მონაცემებით, ემიგრანტების დიდი რაოდენობის მიღების საერთო ხარჯები გერმანიისათვის 2015 წელს 10 მილიარდ ევროს შეადგენს. მოცემული თანხა 4-ჯერ აღემატება გასული წლის ხარჯებს, როდესაც ქვეყანაში 200 00-მდე ემიგრანტი ჩავიდა. 2015 წლის ბოლოსათვის გერმანია 800 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 000-მდე ლტოლვილი ჩავიდა. ამ მომენტისათვის ევროავშირის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის დროს არალეგალურად მიგრირებულ ლტოლვილებთან დაკავშირებით სიტუაცია კრიზისულია.

ყველა ახალი ამბავი
0