უნგრეთის საზღვრები დღე-ღამეში ლტოლვილთა რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა

© AP Photo/ MTI/Zoltan Baloghლტოლვილები
ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთის პოლიციის მონაცემებით, ერთ დღე-ღამეში საზღვარი 3321-მა ლტოლვილმა გადაკვეთა. ადრე ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ყველაზე დიდია.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გასულ დღე-ღამეში უნგრეთის საზღვრები ლტოლვილთა რეკორდულმა რაოდენობამ — 3,3 ათასზე მეტმა გადაკვეთა, განაცხადეს ჩონგრადის ოლქის პოლიციაში.

„ერთ დღე-ღამეში საზღვარზე 3321 ადამიანი გადავიდა“, — განაცხადეს პოლიციაში.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი შევიდა. ყოველდღე მათი რიგები ათასობით ახალი ჩამოსული მიგრანტით ივსება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარება მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებლი ყველაზე უარესია. უფრო ადრე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიუ გუტერეშმა ევროკავშირის სახელმწიფოებს კვოტების სისტემით არანაკლებ 200 ათასი ლტოლვილის გადანაწილებისკენ მოუწოდა, რომლებიც ამჟამად საბერძნეთის, უნგრეთისა და იტალიის ტერიტორიებზე იმყოფებიან.

მანამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრ ვინტერსტეინმა განაცხადა, რომ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკომისია თავშესაფრის მინიჭების, მიგრაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის ფონდიდან 5 მილიონ ევროს ავსტრიას და 4 მლნ-ს — უნგრეთს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადასცემს.

 


ყველა ახალი ამბავი
0