ტანგოს რითმში: ბუენოს-აირესში საუკეთესო წყვილებმა ოსტატობა უჩვენეს

გამოწერა
700-ზე მეტმა წყვილმა 43 ქვეყნიდან არგენტინის დედაქალაქში გამართულ ტანგოს მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იხილეთ გამარჯვებულთა გამოსვლისა და მათი დაჯილდოების ვიდეო კადრები.

700-ზე მეტმა წყვილმა 43 ქვეყნიდან არგენტინის დედაქალაქში გამართულ ტანგოს მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იხილეთ გამარჯვებულთა გამოსვლისა და მათი დაჯილდოების ვიდეო კადრები.

ბუენოს-აირესის "ლუნა-პარკის" სტადიონზე გაამრთული ტანგოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ არგენტინელი კამილა ალეგრე და ესკელ ლოპესი. თასისათვის იბრძოდნენ რუსებიც. მაქსიმ გერასიმოვმა და მარია მარინოვამ მეოთხე ადგილი მოიპოვეს.

დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ გაამრჯვებულებმა პუბლიკის გახარება გადაწყვიტეს და კიდევ ერთხლ იცეკვეს. 

თბილისის მაცხოვრებლებს სალსას ცეკვას ასწავლიან - Sputnik საქართველო
თბილისის მაცხოვრებლებს სალსას ცეკვას ასწავლიან

ტანგოს ისტორია არგენტინაში 100-ზე მეტ წელს ითვლის. ცეკვა მე-19 საუკუნეში ბუენოს-აირესის საპორტო ზონაში,

ლა ბოკას კვარტალში შეიქმნა. თავიდან მასში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ, შემდეგ ტანგოს ცეკვაში ჩართეს

მეძავები, რაც ქალი მოცეკვავის ტრადიციულ ჩაცმულოაბზე აისახა: ვიწრო კაბა ჭრილით, ბადისებრი წინდები, 

ბლუზა ღრმა დეკოლტეთი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

დღეისათვის ეს ცეკვა მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი და გამორჩეულია. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში 

სანაპიროზე პარკში ათობით თბილისელმა იცეკვა - Sputnik საქართველო
სანაპიროზე პარკში ათობით თბილისელმა იცეკვა

ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ტანგოში. საცეკვაო გამოსვლებს ესწრება დაახლოებით 100 000 აამიანი,

რომელთაგანაც მესამედზე მეტი უცხოელია.

6 წლის წინ არგენტინული ტანგო იუნესკოს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0