თბილისის რიყის პარკში ღია ცის ქვეშ ლათინური ცეკვების საღამო გაიმართა. ღონისძიება სოციალური ქსელი "ფეისბუქის" საშუალებით დაიგეგმა.
საღამოს ჩატარებაში მოყვარულებს მხარი დაუჭირა ცეკვის აკადემიამ Salsa Caliente Tbilisi და საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ.
საღამოზე დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალი იყო. მათ, ვინც ცეკვა არ იცოდა, მაგრამ ინტერესდებოდა ამით, ორგანიზატორებმა ადგილზე ასწავლეს ყველაზე მარტივი და ძირითადი მოძრაობები.