საქართველოს დედაქალაქში ლათინოამერიკული ცეკვების საღამოები ტრადიციად ინერგება — სალსას წელს ცეკვავენ ქალაქის ქუჩებსა და ბარებში, ქალაქის პარკებსა და საცეკვაო სტუდიებში.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, რომელთა ინიციატივითაც პრაქტიკულად ყოველ კვირას თბილისის ცენტრში საღამოები იმართება, გასულ წელთან შედარებით აუდიტორიის გაზრდილი ინტერესი იგრძნობა.
ხალხის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ივლისში რიყის პარკში ღია ცის ქვეშ გამართული
ლათინოამერიკული ცეკვების საღამოზე დაფიქსირდა, შემდეგ კი — მთაწმინდის პარკში.
თბილისის მაცხოვრებელთა უმეტესობა ახალ ტრადიციას ჯერ-ჯერობით უფრთხის და
მონაწილეობის ნაცვლად, ყურებას ამჯობინებს.