ფერმერები რუსული ემბარგოს გამო დაკარგული მოსავლის ნაცვლად ფულს ითხოვდნენ

გამოწერა
სამშაბათს კიშინიოვში ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათეული ფერმერი მივიდა. აგრარიკოსები რუსული ემბარგოს გამო მიღებული დანაკლისების კომპენსაციების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვენ.

სამშაბათს კიშინიოვში ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათეული ფერმერი მივიდა. აგრარიკოსები რუსული ემბარგოს გამო მიღებული დანაკლისების კომპენსაციების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვენ.

პიკეტის ორგანიზატორები იყვნენ სოფლის მეურნეობის ასოციაცია UniAgroProtect და ხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია Moldova Fruct. UniAgroProtect მმართველის, ალექსანდრ სლუსარის თქმით, სოფლის მეურნე 116 ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ მიუღია კომპენსაცია. მან დაამატა, რომ ძირითადად მებაღეები დაზარალდნენ, რომლებსაც ჯამში 15 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ და ბოლომდე არ მიუღიათ 45 მილიონი ლეი, — იუწყება Sputnik მოლდოვა.

"პრემიერ-მინისტრთან ბოლო შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ჩვენი პრობლემების მიმართ მთავრობის პოზიცია 

მედვედევმა კონტრსანქციებში მოყოლილი ქვეყნების სიის გაფართოება განმარტა - Sputnik საქართველო
მედვედევმა კონტრსანქციებში მოყოლილი ქვეყნების სიის გაფართოება განმარტა

ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ გამოვედით და ვაპროტესტებთ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას

ჩვენს ქმედებებზე ხელისუფლების რეაქცია გვიჩვენებს — წამოვლენ თუ არა ჩვენთან შეხვედრაზე", —

Sputnik კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა სლუსარმა. 

მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოლდოვის პრემიერ-მნისტრმა ვალერი სტრელეცმა სამშაბათს ფერმერებს

კომპენსაციის ამ წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ გაცემის პირობა მისცა.

რუსეთმა მოლდოვური ხილის იმპორტი გასულ წელს აკრძალა. მანამდე, სხვადასხვა მონაცემებით, 

არასანქცირებული პროდუქცია - Sputnik საქართველო
რუსეთმა სასურსათო ემბარგო კიდევ ხუთ ქვეყანას დაუწესა

მოლდოვიდან მოცემული პროდუქტის 90%-მდე რაოდენობა სწორედ რუსეთში გადიოდა. მთვრობის მიერ

ფერმერების კომპენსაციისათვის გამოყოფილი დაახლოებით 160 მილიონი ლეი, არ აღმოჩნდა ყველა

სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლისათვის საკმარისი. მოლდოვისათვის მსოფლიო ბანკის მიერ დაპირებულმა

1,5 მილიონმა დოლარმაც ასევე ვერ მიაღწია დაზარაებულ აგრარიკოსებამდე.

როგორც Sputnik კორესპონდენტთან საუბარში სლუსარმა აღნიშნა, UniAgroProtect-ის შემდგომ გეგმებში მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტია: საპროტესტო აქციების გაგრძელება; უარის თქმა საპროტესტო აქციებზე და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება ან სამოქალაქო პლატფორმის "ღირსება და სიმართლე" ქმედებებში მონაწილეობა, რომელიც 6 სექტემბერს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბურ მიტნგს გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0