მედვედევმა კონტრსანქციებში მოყოლილი ქვეყნების სიის გაფართოება განმარტა

გამოწერა
რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე დამატებით 5 ქვეყანაზე გავრცელებული საკვები პროდუქტების ემბარგოს შესახებ განაცხადა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების წინააღმდეგაა მიმართული. სიაში "განსაკუთრებულ პირობებში" მოხვდა უკრაინა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე დამატებით 5 ქვეყანაზე გავრცელებული საკვები პროდუქტების ემბარგოს შესახებ განაცხადა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების წინააღმდეგაა მიმართული. სიაში "განსაკუთრებულ პირობებში" მოხვდა უკრაინა.

რუსეთის საპასუხო ემბარგო უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ ოფიციალური კიევი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა.

"ჩვენ შევთანხმდით გარკვეული დროის მიცემაზე, მომავალი წლის 1 იანვრამდე, იმისათვის, რომ გადაჭრილიყო ეკონომიკური რეგულირები საკითხები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ჩვენ ევროკავშირის შუამვლობით მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ და რის ნიშნებსაც მე საერთოდ ვერ ვხედავ, ძალაში შევა ადრე მიღებული დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისთვის ვაჭრობის ჩვეულებრივ რეჟიმს და საკვებ პროდუქტზე ემბარგოს დაადგენს", — განმარტა მთავრობის სარდალმა.

ემბარგო ასევე შეეხო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხო რეაქცია სანქციებზე არ უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან მსგავსი ზომების მიმართვა გააზრებული არჩევანია.

"ეს სახელმწიფოები შეუერთდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების შესახებ და საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ასაბუტებენ, რომ ვალდებულები არიან ძალაში შეიტანონ ეს სანქციები ევროკავშირთან სხვადასხვა შეთანხმებების გამო. თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანი. მინდა აღვნიშნო, რომ რიგი სახელმწიფოებისა, რომლებსაც ანალოგიური შეთანხმება აქვთ ევროკავშირთან დადებლი, რუსეთის წინააღმეგ სანქციებში არ მონაწილეობენ", — განაცხადა პრემიერმა.

რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში საკვები პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა დააწესა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სანქციები შეიტანეს ძალაში: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსრალია და ნორვეგია. აკრძალული პროდუქტების სიაში შევიდა ხორცი, ძეხვეული, თევზეული და ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები. 2015 წლის ივნისში სანქციების გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთმა საკვები პროდუქტების ემბარგო 2016 წლის 5 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

ყველა ახალი ამბავი
0