რუსეთმა სასურსათო ემბარგო კიდევ ხუთ ქვეყანას დაუწესა

© photo: Sputnik / Виктор Толочкоარასანქცირებული პროდუქცია
არასანქცირებული პროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ სანქციებზე რუსეთის საპასუხო რეაქციამ არავინ უნდა გააკვირვოს, რადგანაც ამ ზომებთან მიერთება შეგნებული არჩევანია, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღო.

თბილისი, 13აგვისტო— Sputnik. რუსეთმა სანქციების საპასუხოდ სასურსათო ემბარგო ალბანეთის, ჩერნოგორიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და უკრაინის მიმართ დააწესა. ამ უკანასკნელის მიმართ ემბარგო გადავადებულია — მისი პროდუქციის შემოტანაზე ემბარგო მაშინ ამოქმედდება, თუ კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს გამოიყენებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა.

„ახლა უკვე ევროკავშირის სახელმწიფოებს, ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და აშშ-ს, საიდანაც გასული წლის აგვისტოში ზოგიერთი სახეობის სოფლის პროდუქციის შემოტანა აიკრძალა, მთელი რიგი ქვეყნები დაემატა, კერძოდ: ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და განსაკუთრებული პირობებით — უკრაინა“, — განაცხადა ხუთშაბათს მედვედევმა მთავრობის სხდომაზე. 

„ეს სახელმწიფოები შეუერთდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანტირუსული სანქციების გაგრძელების თაობაზე, მათ თავისი გადაწყვეტილების არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ევროკავშირთან სხვადასხვაგვარი შეთანხმებების გამო ვალდებულნი არიან ეს სანქციები შემოიღონ. მაგრამ ეს პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანი. მინდა აღვნიშნო, რომ რიგი სახელმწიფოები, რომელთაც ევროკავშირთან ანალოგიური შეთანხმებები აქვთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში არ მონაწილეობენ“, — აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

„სანქციებთან შეერთება — ეს გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც ჩვენი მხრიდან საპასუხო ზომებისთვის მზადყოფნას ნიშნავს. ასეთი ზომები მივიღეთ კიდეც“, — აღნიშნა პრემიერმა.

„რაც შეეხება უკრაინას, სოფლის პროდუქციის შემოტანის აკრძალვა ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის მთავრობა ევროკავშირთან შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს გამოიყენებს,რომელიც კიევმა გასული წლის ივნისში დადო.  ჩვენ შევთანხმდით, რომ ეკონომიკური რეგულირების საკითხების გადასაწყვეტად მივცეთ გარკვეული დრო — მომავალი წლის 1 იანვრამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ევროკავშირის შუამდგომლობით ვერ შევთანხხმდებით, და ამის ვერანაირ ნიშნებს მე ვერ ვხედავ, ძალაში შევა ადრე მიღებული დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისთვის ვაჭრობის ჩვეულებრივ რეჟიმს და სურსათზე ემბარგოს აწესებს. აი, ასეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ“, — განაცხადა მედვედევმა.


ყველა ახალი ამბავი
0