ათობით ბელგიელი სასოფლო-სამეურნეო მეწარმე მონაწილეობდა რძის პროდუქტების დაბალი ფასების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გადაკეტეს მათ აეროპორტი და როგორ ანთებდნენ კოცონს მის ტერიტორიაზე.
რძის ბევრი მწარმოებელი ევროპაში ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა იმისა გამო, რომ მათ საკუთარი პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა უწევთ, განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ერვინ შოპგესმა.
"დღეისათვის რძის ფასი ლიტრზე 25 ცენტია, რაც ჩვენ 46 ცენტი გვიჯდება", — განმარტა მან.
მან ასევე დაამატა, რომ ახალგაზრდა ფერმერები ასეთ პირობებში მოტივაციას კარგავენ და
ბაზარზე თავის დამკვიდრებას არ ცდილობენ.
საკუთარ პროდუქციაზე დაბალი გასაყიდი ფასით უკმაყოფილო ბელგიელი რძის მწარმოებლები,
სამშაბათის საღამოდან ვალონიის ქალაქ ლიეჟში აეროპორტის მისადგომებს კეტავდნენ, რათა
საკუთარი მძიმე მდგომარეობისათვის ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ.
ბელგიის რძის პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციამ მანამდე რძის გასაყიდი ფასის 4
ევროცენტით — 29 ევროცენტამდე (ლიტრზე) გაზრდა მოითხოვა, რათა რძის მწარმოებლები
გაკოტრებას გადარჩენილიყვნენ. ევროკავშირში 1 აპრილიდან რძის წარმოებაზე კვოტების გაუქმებამ
ბელგიაში გასაყიდი ფასი ლიტრზე 25 ევროცენტამდე შეამცირა. მოცემული ფასი ვერ ანაზღაურებს
ფერმერთა გაწულ საწარმო ხარჯებს და მათში გაკოტრება გახშირდა.
რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში საკვები პროდუქტების იმპორტი შეზღუდა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სანქციები გაატარეს, მათ შორის ევროკავშირიდან. აკრძალვების სიაში შევიდა ხორცი, ძეხვეული, თევზეული, ბოსტნეული, ხილი და რძის ნაწარმი. 2015 წლის 25 ივნისს რუსეთმა ემბარგოს 1 წლით — 2016 წლის 5 აგვისტომდე გახანგრძლივება გადაწყვიტა.