გერმანიის ფერმერთა კავშირი პროდუქტებზე ფასების დაცემას რუსეთის კონტრსანქციებსს უკავშირების

გამოწერა
გერმანელ ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმა იოაჰიმ რუკვიდმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის კონტრსანქციების გამო გერმანიაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების მასობრივი ვარდნაა.

გერმანელ ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმა იოაჰიმ რუკვიდმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის კონტრსანქციების გამო გერმანიაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების მასობრივი ვარდნაა.

რუსეთის მიერ საკვებზე შემოღებული ემბარგოს შედეგად ბაზარი 1,8-1,9 მილიარდი ევროდან წლიურად 900 მილიარდამდე დაეცა, განაცხადა გერმანელ ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმა იოაჰიმ რუკვიდმა.

"სოფლის მეურნეობის ფასები ყველა საწარმოში დაეცა, ეს განსაკუთრებით რუსეთში ექსპორტს უკავშირდება. 

მედვედევმა კონტრსანქციებში მოყოლილი ქვეყნების სიის გაფართოება განმარტა - Sputnik საქართველო
მედვედევმა კონტრსანქციებში მოყოლილი ქვეყნების სიის გაფართოება განმარტა

ჩვენი ექსპორტი რუსეთში ორჯერ შემცირდა, რამაც პროდუქციის მასობრივი გაუფასურება გამოიწვია", — განაცხადა მან.

რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში საკვები პროდუქტების იმპორტი შეზღუდა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ

სანქციები გაატარეს. ესენი არიან: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია და ნორვეგია. აკრძალვების სიაში შევიდა

ხორცი, ძეხვეული, თევზეული, ბოსტნეული, ხილი და რძის ნაწარმი. 2015 წლის 25 ივნისს რუსეთმა ემბარგოს

1 წლით — 2016 წლის 5 აგვისტომდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. 

ყველა ახალი ამბავი
0