მოსკოვთან ახლოს ყალბი ყველის შემფუთავი ქარხანა აღმოაჩინეს

გამოწერა
მოსკოვის ოლქში დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღიკვეთა, რომლებსაც რუსეთში აკრძალული ყველის კვეთი შექონდათ და მაღაზიებში ძვირფასი ყველის სახით ყიდდნენ.

მოსკოვის ოლქში დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღიკვეთა, რომლებსაც რუსეთში აკრძალული ყველის კვეთი შექონდათ და მაღაზიებში ძვირფასი ყველის სახით ყიდდნენ.

ოპერატიული-საგამოძიებო ღინოსძიებების ჩატარებისას უკანონო ქმედებებში ეჭვმიტანილ ორგანიზაციაში დააკავეს 2 ორგანიზატორი და დამნაშავეთა ჯგუფის 4 აქტიური წევრი, იუწყება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი.

"რუსეთის შინაგან საქმეთ სამინისტროს მოსკოვის ოლქის სახელმწიფო დაწესებულების, რუსეთის უსაფრთხოების                

ბულდოზერით საკვებ პროდუქტებზე: რუსეთის საზღვარზე ტონობით საკვები გაანადგურეს - Sputnik საქართველო
ბულდოზერით საკვებ პროდუქტებზე: რუსეთის საზღვარზე ტონობით საკვები გაანადგურეს

ფედერალური სამსახურის მოსკოვისა და მისი ოლქის სამმართველოს, როსსელხოზნადზორისა და როსპოტრებნადზორის

თანამშრომლების მიერ აღიკვეთა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა. დაჯგუფების

წევრებს მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში შემოჰქონდათ საზღვარგარეთიდან სანქცირებული

პროდუქცია", — განაცხადა რუსეთის შსს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ. 

დადგინდა, რომ 2015 წლის მარტიდან მოსკოვის შემოგარენში ყველის სახით იყიდებოდა ყველის კვეთი, რომლის შეტანაც რუსეთში აკრძალულია. საწყობებში მითითებული პროდუქცია ხარისხდებოდა და ნატურალური ყველის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფალსიფიცირებული ეტიკეტებით მარაგდებოდა. ყალბი დოკუმენტების მიხედვით მითითებული პროდუქცია მოსკოვის რეგიონის, სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქების დიდ ქსელურ მაღაზიებსა და საბითუმო ბაზებზე საღდებოდა. რეალიზებული საქონლის ჯამური მოგება დაახხლოებით 2 მილიარდ რუბლს შეადგენს.

პოლიციელებმა ბოროტმოქმედების სახლებში, ოფისებსა და საწყობებში 17 ჩხრეკა ჩაატარეს. ნაპოვნი და ამოღებულია 470      

ექსკავატორი საკვების წინააღმდეგ: როგორ გაანადგურეს 9 ტონა ყველი ბელგოროდთან ახლოს - Sputnik საქართველო
ექსკავატორი საკვების წინააღმდეგ: როგორ გაანადგურეს 9 ტონა ყველი ბელგოროდთან ახლოს

ტონა ყველის კვეთი, ყალბი ეტიკეტების დასამზადებელი აპარატურა და უკანონო ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები.

რუსეთის შსს მოსკოვის ოლქის სახელმწიფო დაწესებუების მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრულია საქმე რუსეთის

სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლის მე-4 ნაწილით — ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა. 

ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ჯგუფის სხვა მონაწილეებისა და მათი უკანონო ქმედებებით დაზარალებული პირების ძიება.

ყველა ახალი ამბავი
0