ექსკავატორი საკვების წინააღმდეგ: როგორ გაანადგურეს 9 ტონა ყველი ბელგოროდთან ახლოს

გამოწერა
9 ტონა სანქცირებული ყველი გაანადგურეს ბელგოროდთან ახლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე. პროდუქტის პარტია ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონში ივლისის ბოლოს დააკავეს.

9 ტონა სანქცირებული ყველი გაანადგურეს ბელგოროდთან ახლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე. პროდუქტის პარტია ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონში ივლისის ბოლოს დააკავეს.

რეგიონალური "როსსელხოზნადზორის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სვეტლანა საპოროჟენკომ "რია ნოვოსტის" შეატყობინა, რომ ყველი 45 ტონიანი ასფალტის მოსასწორებელი მანქანებით გაანადგურეს, რის შემდეგაც მიღებული ერთგვაროვანი მასა ორმოში ჩაყარეს და დამარხეს.

მისი თქმით, განადგურებული ყველი საბუთების გარეშე დააკავეს და თეორიულად შესაძლოა ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფილიყო დამზადებული, რომლებთან დაკავშირებითაც საკვებ პროდუქციაზე ემბარგო მოქმედებს.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 6 აგვისტოდან რუსეთის საზღვარზე აკრძალული პროდუქტების შეტანა განადგურებას ექვემდებარება. ამის შემდეგ მთავრობამ სანქცირებული საკვების განადგურების წესები დაადგინა.

რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში საკვები პროდუქციის შემოტანა აკრძალა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგაც. აკრძალვების ნუსხაში შევიდა ხორცეული, ძეხვეული, თევზეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები. 25 ივნისს რუსეთმა საკვებ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოს 1 წლით, 2016 წლის 5 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც 2016 წლის 13 იანვრამდე გაახანგრძლივეს.

ყველა ახალი ამბავი
0