ბულდოზერით საკვებ პროდუქტებზე: რუსეთის საზღვარზე ტონობით საკვები გაანადგურეს

გამოწერა
ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება სანქცირებული პროდუქტების განადგურების შესახებ. ახლა პოლონურ ვაშლს, ფრანგულ ყველსა და იტალიურ ბოსტნეულს არამხოლოდ არ უშვებენ რუსეთში, არამედ ანადგურებენ კიდეც.

აკრძალულ პროდუქციას ანადგურებენ ნებისმიერი შესაძლო მეთოდით: წვავენ, ჭყლეტენ, მარხავენ და ასე შემდეგ, იუწყება Sputnik ბელორუსია.

ხუთშაბათს ბელორუსიისა და რუსეთის საზღვარზე 5 ტონა პომიდორი და 60 ტონა ატამი გაანადგურეს. სავარაუდოდ, პროდუქცია ყალბი დოკუმენტების მეშვეობით შექონდათ ევროკავშირიდან რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის დავალება წარმატებით შესრულდა: აკრძალული პროდუქცია ლიკვიდირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0