პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარი 15 მარტს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის გამო ჩამოინგრა ტაძრის შპილი, სამრეკლოს და სახურავის ნაწილი. მოწყდა საათი. ხანძრის დაწყების მომენტში შენობის გარშემო ხარაჩოები იდგა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მედიის ნაწილის ინფორმაციით, ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიტომ არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ ხანძრის მიზეზი სამუშაოების დროს დაუდევრობის შედეგი იყოს.
ნოტრ-დამი - კათოლიკური ტაძარი პარიზის ცენტრში, სანფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო. პარიზში მომხდარი ხანძრის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.