დიდი ხანძარი გაჩნდა ნოტრ-დამში. ტაძარში ევაკუაცია გამოცხადდა. იხილეთ პირდაპირი ეთერი მოვლენების ადგილიდან
ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ხანძრის დაწყების მომენტში შენობის გარშემო ხარაჩოები იდგა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მედიის ნაწილის ინფორმაციით, ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიტომ არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ ხანძრის მიზეზი სამუშაოების დროს დაუდევრობის შედეგი იყოს.
ამ დროისათვის აალებულ ტაძართან კვლავ მიდიან პარიზის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანები. მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარს ათასობით ადამიანი აკვირდება სენას სანაპიროდან. ხანძრის გაჩენის შემდეგ პოლიციამ გადაკეტა სიტეს კუნძულისკენ მიმავალი გზა, სადაც ტაძარი მდებარეობს.
ნოტრ-დამი - კათოლიკური ტაძარი პარიზის ცენტრში, სანფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო.