მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია - ფოტო და ვიდეო ადგილიდან

© photo: AFP 2020 / FRANCOIS GUILLOTხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო და სახურავი ჩამოინგრა

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში - ღვთისმშობლის ტაძარში აალება მოხდა, იუწყება РИА Новости სააგენტო Agence France-Presse-ზე დაყრდნობით.

​

ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა. ტაძრის მზიდ კონსტრუქციებს ცეცხლი უკიდია. კუნძულ სიტოზე მოძრაობა გადაკეტილია, ხანძარს ასობით ადამიანი აკვირდება. ადგილზე საგანგებო სამსახურების მანქანების რაოდენობა ემატება.

​

თვითმხილველთა მრავალრიცხოვან ვიდეოებზე, რომლებიც აიტვირთა Twitter-ზე, ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, რომელიც ტაძრის ბაზილიკას უკიდია.

​

ამჟამად ტაძრის ნაწილი დაფარულია ხარაჩოებით, იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

აალება შეიძლება უკავშირდებოდეს სამშენებლო სამუშაოებს, აღნიშნავს სააგენტო მეხანძრეებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0