დადასტურდა მეცნიერულად: COVID-19 ადამიანებს ინტელექტს უქვეითებს

© Sputnik / STRINGERკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
მეცნიერების თქმით, იმ პაციენტების ინტელექტის დონე, რომლებიც ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებული, შვიდი პუნქტით იყო დაქვეითებული.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, შესაძლოა ინტელექტის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება გამოუვლინდეთ, ნათქვამია ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ The Lancet-შია გამოქვეყნებული.
ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ყავა კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ამცირებს: მეცნიერული კვლევა
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა 80 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები გამოიკვლიეს, რომელთაგან 12 ათასს კორონავირუსული დაავადება ჰქონდა გადატანილი. გაირკვა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც COVID-19-ის გამო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებული, შემდგომში კოგნიტიური უნარების დაქვეითება აღენიშნებოდათ. ამასთან ინტელექტზე კორონავირუსის გავლენის დონე იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ინსულტის შემთხვევაში ფიქსირდება.
„ადამიანებს, რომლებიც COVID-19-სგან განიკურნენ, მათ შორის მათ, ვისაც უკვე აღარ აღენიშნებოდა სიმპტომები, მნიშვნელოვანი კოგნიტიური დეფიციტი აღენიშნებოდათ... პრემორბიდული ინტელექტის მარკერების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებს მსგავსი ნიშნები ინფიცირებამდე არ უვლინდებოდათ. უფრო დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ COVID-19 მრავალმხრივ გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე“, – ნათქვამია კვლევაში. 
მკვლევარების თქმით, კორონავირუსგადატანილები თავში „ბინდის“ შეგრძნებებს, ყურადღების კონცენტრაციასა და სიტყვების შერჩევასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩიოდნენ. შესაბამისად, ვერ უმკლავდებოდნენ ლოგიკურ ამოცანებს. ყველაზე რთული მათთვის იმგვარი ამოცანების ამოხსნა აღმოჩნდა, რომლებიც არგუმენტაციასა და დაგეგმვას მოიაზრებდა.
დასახელდა COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებში შეინიშნება>>
მანამდე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის სფეროს ექსპერტები, რომელთა თქმითაც, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ პაციენტებს მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი უქვეითდებათ. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ეს ნორმალური მოვლენაა, რომელიც ნებისმიერი ვირუსის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას. სპეციალისტების თქმით, კოგნიტიური ფუნქციების აღდგენას ერთი თვე მაინც სჭირდება, თუმცა ეს პროცესი მაინც ინდივიდუალურია.
ყველა ახალი ამბავი
0