07:44 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (675)
5010

ამერიკელი მეცნიერების ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის ზოგი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება, პირიქით, არითმიის რამდენიმე სახეობისგან იცავს ადამიანს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ყავას ზომიერად, არითმიის განვითარების რისკი საშუალო პოპულაციურ მაჩვენებელზე დაბალია, ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში JAMA Internal Medicine.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის კათედრის, კარდიოლოგიისა და ადამიანის გენეტიკის ინსტიტუტების მეცნიერებმა დასრულეს ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა გულის ჯანმრთელობაზე ყავის გავლენის კუთხით.

როგორც ცნობილია, ყავას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ამასთან ამცირებს ზოგი საშიში დაავადების, მაგალითად, კიბოს, დიაბეტისა თუ პარკინსონის განვითარების რისკებს. თუმცა ზოგი სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ კოფეინი შეიძლება ნეგატიურ გავლენას ახდენდეს გულზე, კერძოდ, იწვევდეს არითმიას.

როდის წვავს კოფეინი ცხიმებს: დადგინდა მეცნიერული კვლევით>>

კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ეს ვარაუდი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ინგლისის მსოფლიოში უდიდესი ბიობანკის – UK Biobank-ის ადგილობრივ განყოფილებაში ინახება და რომელიც ადამიანების შესახებ სამედიცინო და გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს. მკვლევარებმა თითქმის 400 ათასი ყავის მოყვარული შეარჩიეს, რომელთა საშუალო ასაკი 56 წელი იყო, და მათ ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„ყავა კოფეინის ძირითადი წყაროა ადამიანების უმეტესობისთვის. ამასთან მას აქვს ისეთი შენაერთის რეპუტაცია, რომელიც იწვევს ან ამწვავებს არითმიას. მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ კოფეინი არითმიის რისკს ზრდის. ჩვენი პოპულაციური კვლევა დამაჯერებლად ადასტურებს, რომ კოფეინის აკრძალვა არითმიის რისკების შესამცირებლად – უსაფუძვლოა“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, კარდიოლოგიის პროფესორი გრეგორი მარკუსი.

კვლევის შედეგებიდან გაირკვა, რომ ნებისმიერი ტიპის არითმიის განვითარების დონე, წინაგულის ფიბრილაციისა თუ გულის სხვა გავრცელებული დაავადებების ჩათვლით, ყავის მოყვარულებში 4%-ს შეადგენს, რაც სამი პროცენტით დაბალია საშუალო პოპულაციურ მაჩვენებელზე.

ამასთან კვლევის ავტორებმა ასევე ვერ აღმოაჩინეს არითმიის მომატებული რისკის მტკიცებულებები მათ შორის, ვინც კოფეინის განსაკუთრებული მეტაბოლიზმისადმი გენეტიკურადაა განწყობილი. პირიქით, კველევამ აჩვენა, რომ ყავის ზოგი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება არითმიის რამდენიმე სახეობისგან იცავს კიდეც ადამიანს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მათი კვლევა წინასწარი ხასიათისაა და სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, ისინი აპირებენ ჩაატარონ რანდომიზებული კლინიკური კვლევები გულის რითმზე ყავის გავლენის საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (675)

მთავარი თემები