როდის წვავს კოფეინი ცხიმებს: დადგინდა მეცნიერული კვლევით

© Pixabay / eliasfalla ყავა
ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
მეცნიერებმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს, რა დროს და რამდენი კოფეინის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ცხიმების წვა დაჩქარდეს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ყავა ცხიმების სწრაფად წვას და წონაში კლებას ხელს უწყობს, თუ მას სწორ დროს მიირთმევთ, აცხადებენ გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში EurekAlert.   

ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
როგორ დავლიოთ ყავა ისე, რომ წონაში დავიკლოთ? დიეტოლოგის რჩევა

იმისათვის, რომ ცხიმების წვაზე კოფეინის გავლენა დაედგინათ, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 32 წლის (საშუალოდ) 15 მამაკაცი მონაწილეობდა.

საცდელ პირებს რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ — დილის 8 საათსა და საღამოს 5 საათზე ასმევდნენ ყავას, ხოლო საკონტროლო ჯგუფის წევრებს პლაცებოს აძლევდნენ. ნახევარი საათის შემდეგ კი ორივე ჯგუფის წევრებს ერთნაირი დატვირთვით ასრულებინებდნენ ფიზიკურ ვარჯიშებს.

  • შედეგად გაირკვა, რომ აერობულ ვარჯიშებამდე ნახევარი საათით ადრე მიღებული 3 მგ კოფეინი (ერთი ფინჯანი „ესპრესოს“ ეკვივალენტი) მნიშვნელოვნად აჩქარებს ცხიმების წვას.

ამასთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე მიღებული კოფეინის ეფექტი დღის მეორე ნახევარში უფრო ძლიერია, ვიდრე დილით.

ეს ცილისწამებაა – ყავა გულს არ ვნებს: ექიმი მითებს ამსხვრევს>>

აერობული ვარჯიში — შედარებით დაბალი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშის ნებისმიერი სახეობა, რა დროსაც ორგანიზმში არსებული ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მარაგების წვა ხდება ჟანგბადის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0