08:16 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (599)
43 0 0

ორ ქვეყანას შორის საგანგებო ხაზი „წითელი ტელეფონის“ ანალოგიური უნდა იყოს, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებობდა ცივი ომის ეპოქაში.

თბილისი, 15 ივლისის — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინეთის მთავრობასთან საგანგებო სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რაც ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას გააჩენს, იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს სურს შექმნას სწრაფი კავშირის ინსტრუმენტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკების შემცირების ინსტრუმენტი გახდება — აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ეპოქაში არსებული „წითელი ტელეფონის“ ანალოგიურად.

გამოცემის ცნობით, კონცეფცია ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზეა და ჩინეთის ხელისუფლებასთან არ განხილულა.

როგორც CNN-ის ორი წყარო აცხადებს, პეკინთან ცხელი ხაზი ბაიდენსა და მისი გუნდის სხვა მაღალჩინოსან პირებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინს ან მის გარემოცვას დაშიფრული ხაზით. მაგალითად, გადასცენ სასწრაფო ინფორმაცია ჯარების მოულოდნელი გადაადგილებისა თუ კიბერშეტევების თაობაზე.

ამასთან გამოცემა წერს, რომ პენტაგონიდან უკვე არსებობს ცხელი ხაზი პეკინთან, თუმცა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა კოორდინატორმა კურტ კემპბელმა განაცხადა, მასზე არავინ პასუხობს.

„ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი. მაგრამ ერთი–ორჯერ, როდესაც მისი გამოყენება გვსურდა, ის საათობით რეკავდა ცარიელ ოთახში“, — თქვა მან.

ასევე წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ პეკინთან ცხელი ხაზის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, თუმცა ეს კონცეფცია ეროვნული უშიშროების საიდუმლო მემორანდუმში ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლამდე არ შესულა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (599)

მთავარი თემები