ისტორია მეორდება: როგორ გახდა კამილა პარკერ-ბოულსის დიდი ბებია ბრიტანეთის მეფის საყვარელი

© Facebook / The Royal Familyკამილა პარკერ-ბოულზი და პრინცი ჩარლზი
კამილა პარკერ-ბოულზი და პრინცი ჩარლზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
უცნარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბრიტანეთის სამეფოს მემკვიდრე პრინცი ჩარლზის ყოფილი საყვარელი და ახლა უკვე მეუღლე იმ ქალის შვილიშვილია, რომელიც თავის დროზე ჩარლზის დიდი ბაბუის საყვარელი იყო.
დღეს ჰერცოგინია კამილა ბედნიერ ქორწინებაშია პრინც ჩარლზთან, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში იგი მხოლოდ საყვარლის სტატუსით კმაყოფილდებოდა. ის არ არის მისი ოჯახიდან პირველი ქალი, რომელსაც ფარულად ჰქონდა ურთიერთობა ტახტის მემკვიდრესთან. მოგიყვებით კორნუილის ჰერცოგინიას ბებიის ამბავს, ქალისას, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავად ედვარდ VII-მ.
პრინცი ჩარლზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
„მისთვის ეს საშინელებაა“ – პრინცი ჩარლზი პრინცესა დიანას ძეგლის გახსნას არ დაესწრება
ალისა ფრედერიკა ედმენსტენი დაიბადა 1868 წლის 29 აპრილს შოტლანდიაში. მისი მამა სამეფო საზღვაო ფლოტის ადმირალი იყო, ამიტომ მას შეეძლო თავისი 10 ბავშვის უზრუნველად აღზრდა. ალისა იყო ყველაზე უმცროსი ოჯახში და, ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების აზრით, ყველაზე ლამაზიც. თინეიჯერობის ასაკში გოგონას აყვავება და მამაკაცთა გულის დაპყრობა დაიწყო. გოგონას მეტსახელად „მოფლირტავე ფრედიც“ კი შეარქვეს.
ერთი სიტყვით, როდესაც ალისას მამამ გადაწყვიტა, რომ მისი ქალიშვილი მზად იყო ცოლქმრული ცხოვრებისთვის, სასწრაფოდ გამოჩნდა მთელი ბრბო, რომლებიც მის ხელს და გულს ითხოვდნენ. 23 წლის ასაკში გოგონა დაქორწინდა ბრიტანეთის არმიის საპატიო პოლკის წევრ ჯორჯ კეპელზე. პირველ წლებში წყვილის ოჯახური ცხოვრება მხიარული და ბედნიერი იყო - ისინი დასახლდნენ ლონდონში, გახდნენ ორი საყვარელი ბავშვის მშობლები და სოციალურ მიღებებზე ხშირი სტუმრები. ალისამ და ჯორჯმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ადგილობრივ არისტოკრატებზე: ქალი ხიბლავდა მათ თავისი სილამაზით, მამაკაცი კი - უნაკლო სტილითა და იუმორის გრძნობით. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიხვდა, რომ წყვილის უდარდელობა და მხიარულება მხოლოდ ის ფასადი იყო, რომლის უკან სერიოზული პრობლემები იმალებოდა.
პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანის ქორწინება - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მედია: პრინცი ჩარლზი არ მისცემს პრინცის ტიტულს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟს
ალისასა და ჯორჯის ფინანსური დანაზოგი, რამაც საშუალება მისცა მათ დღის შუქზე ებრწყინათ, თანდათან მთავრდებოდა. მათ რამდენიმე მოსამსახურის დათმობაც კი მოუწიათ, რაც წყვილის აზრით მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - ისინი განადგურების პირას იყვნენ. გარკვეული განხილვის შემდეგ ალისა მივიდა დასკვნამდე, რომ საზოგადოებაში მაღალი პოზიციისა და ცხოვრების ჩვეული წესის შენარჩუნების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, კერძოდ, მდიდარი საყვარლის ყოლა. მან მაშინვე აცნობა ქმარს თავისი „ინსპირაციის“ შესახებ.
შეიძლება ჩვენი თანამედროვეებისთვის უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ქმარმა სიხარულით დაუჭირა მხარი ცოლის იდეას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნება „ღია ქორწინება“ ჯერ არ არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ ტიპის ურთიერთობა გაჩნდა ამ წყვილთან. ალისასა და ჯორჯს უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ თვალი დაეხუჭათ ინტრიგებზე, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. „მე ვერაფერს ვხვდები, რასაც ის აკეთებს”, – თქვა ჯორჯმა მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობებზე. „ის ყოველთვის ბრუნდება ჩემთან“.
პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„რა მოხდა?..“ – პრინცესა დიანას ბოლო სიტყვებს სიკვდილის წინ ექიმი იხსენებს
მალე ალისამ რამდენიმე მამაკაცი გაიჩინა, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობის სანაცვლოდ ძვირფას საჩუქრებს სჩუქნიდნენ. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი - ჰამფრი სტურტი იყო მისი ქალიშვილის ვიოლეტის ნამდვილი მამა, თუმცა ამის დასტური არ არსებობს. ასეა თუ ისე, სხვა მამაკაცებთან კავშირმა ალისას საშუალება მისცა ჩაეტარებინა ქალაქის საუკეთესო წვეულებები. ერთ-ერთ წვეულებაზე იგი შეხვდა პრინც ალბერტ ედვარდს, რომელსაც მეგობრები ბერტის უწოდებდნენ.
ის 56 წლის მწეველი და ლოთი იყო, წელის გარშემოწერილობა კი 120 სანტიმეტრი ჰქონდა, რაც ბერტის გემრიელი, მაგრამ ცხიმიანი საკვებისადმი დამოკიდებულების შედეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე, დანიის პრინცესა ალექსანდრა და ექვსი შვილი მას ყოველთვის სახლში ელოდებოდნენ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს. როგორც კი მან 29 წლის ალისა კეპელი დაინახა, ბერტიმ თავი დაკარგა: შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში უფლისწული დაშორდა გრაფინია დეიზი უორვიკს, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში საწოლს უზიარებდა და უარი თქვა სხვა ქალებზეც.
ბერტის ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ სანამ იგი ახალგაზრდა ლამაზმანისადმი მოულოდნელმა გრძნობებმა დააბრმავა, ალისა და ჯორჯ კეპელი ფრთხილად ამუშავებდნენ გეგმას მის ხაფანგში გასაბმელად. ამის მიზანი მხოლოდ ერთი იყო - დარწმუნებულიყვნენ, რომ ალისა მუდმივად იქნებოდა მეფის საყვარელი.
პირველ რიგში ალისამ შეისწავლა ბერტის ხასიათის თვისებები და გახდა ერთადერთი ქალი, რომელმაც იცოდა, როგორ დაეწყნარებინა პრინცი მისი განწყობის საშინელი შეცვლის დროს. მეორეც, ალისამ ისწავლა ბერტის სექსუალური მადის დაკმაყოფილება - თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, ამ ქალს, რომელიც საზოგადოებაში ყოველთვის თავშეკავებული იყო, საწოლში „ქუჩის კატის“ მანერები ჰქონდა. მესამე, ის ფიქრობდა ოჯახისთვის ფინანსური „უსაფრთხოების ბალიშის“ შექმნაზე: ერთხელ მან ნაზად მიანიშნა ტახტის მემკვიდრეს, რომ მისი ქმარი ძალიან ხშირად იმყოფებოდა სახლში და ერეოდა მათ საიდუმლო შეხვედრებში. შემდეგ კი, ჯორჯ კეპელისგან თავის დასაღწევად, ბერტიმ მას შესთავაზა მაღალანაზღაურებადი თანამდებობა მთავრობაში. ალისას ქმარი ვითომ ყველაფერს თავისთავად იღებდა და დაეთანხმა ასეთ კეთილშობილურ შეთავაზებას.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
„ფრთხილად!“: პრინცესა დიანას ძეგლი მეგან მარკლისთვის გაფრთხილება იყო
ამრიგად, ყველა მხარემ გაიმარჯვა: ბერტი ამაყობდა იმით, რომ მას შეხვდა ლამაზი და გაგებული საყვარელი; ალისა და მისი მეუღლე გახარებული იყვნენ ფინანსური სტაბილურობის მოპოვებით; ხოლო პრინცესა ალექსანდრა, დაღლილი ქმრის უცნაურობებით, სიამოვნებით უზიარებდა მეუღლის პასუხისმგებლობის ნაწილს სხვა ქალს.
1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა და ბერტი გახდა მეფე ედუარდ VII. საინტერესოა, რომ ალისას პოზიცია ამის შემდეგაც არ შეცვლილა. მას საზოგადოებისგან დამალვაც კი არ მოუწია. ისინი ხშირად ერთად ჩნდებოდნენ წვეულებებსა და სოციალურ ღონისძიებებზე. რაც შეეხება პრინცესა ალექსანდრას, იგი ქმრის საყვარელს უყურებდა, როგორც მის მოკავშირეს: მხოლოდ ალისამ შეძლო აეძულებინა ჯიუტი მეფე გაეკეთებინა ის, რაც არ სურდა (წაიკითხეთ აგრეთვე: „რჩეულთა ძალა: სამეფო საყვარლები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია”).
ედვარდისა და ალისას რომანი მონარქის სიკვდილამდე გაგრძელდა. ამ ქალმა მოახერხა მშვიდი ცხოვრების და მშვიდი გრძნობის შეტანა მის დაძაბულ ცხოვრებაში. ერთხელ ალისამ აღიარა, რომ მისი წარმატების საიდუმლო წესი იყო: „ჯერ გააკეთე რევერანსი, შემდეგ კი პირდაპირ საწოლში გადახტი“. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ წესი გამოვიდა, იყო 12 წელი „სამეფო საყვარლის“ სტატუსით.
ალისამ ამ ურთიერთობიდან ფინანსურად ბევრი მიიღო. ედუარდმა, როგორც კონსტიტუციურმა მონარქმა, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულით ცხოვრობდა, ვერ დააჯილდოვა მისი საყვარელი სამეფო ხაზინიდან, ამიტომ მან მისცა მას წილები და სხვა ფასიანი ქაღალდები. ექსპერტების აზრით, ალისა კეპელისთვის გადაცემული ყველა სამეფო საჩუქრის ღირებულება მილიონობით ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
პრინცესა დიანას ცნობილი „შურისძიების კაბა“, რომლის ჩაცმასაც სამი წელი ელოდა
1910 წლის მარტში მეფე ედუარდის ჯანმრთელობამ სწრაფად დაიწყო გაუარესება. მისი სხეული, დასუსტებული მუდმივი მოწევით და ალკოჰოლის დიდი დოზებით, ვერ უმკლავდებოდა ბრონქიტის ზემოქმედებით გამოწვეულ გულის შეტევას. იგი 6 მაისს გარდაიცვალა. ალისაც და ალექსანდრაც ედუარდის გვერდით იყვნენ, როდესაც იგი სარეცელზე იწვა. მომაკვდავი ადამიანის საწოლთან ვითარება დაძაბული იყო: ცოლი განზე იდგა და უკმაყოფილოდ ათვალიერებდა ქმრის საყვარელს, რომელსაც ცრემლები სდიოდა. პრინცესა ალექსანდრას მოთმინების ფიალა მომაკვდავი ქმრის თხოვნით აივსო. კაცი მისკენ მიბრუნდა და მშვიდად უთხრა: „აკოცე ალისას“.
მონარქის გარდაცვალების მეორე დღეს ალისა კეპელმა განაცხადა, რომ მისი ადგილი აღარ იყო სასახლეში. მან თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მეუღლესთან ერთად ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობაში გაატარა.
ალისა მშვიდად გარდაიცვალა 1947 წელს. ჯორჯმა ცოლის გარეშე მხოლოდ ორი თვე გაძლო. ორივე დაკრძალეს ფლორენციის ალორის სასაფლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0