პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ელისაბედ მეორის დაბადების დღეზე არ იქნებიან

© AP Photo / Steve Parsonsელიზაბეტ მეორე
ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
არც პრინცი ჰარი და არც მისი მეუღლე მეგან მარკლი არ ეწვევიან დიდ ბრიტანეთს ახლო მომავალში. ინფორმაციას გამოცემა Elle სამეფო ოჯახის წყვილის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყვილმა უარი თქვა წვეულებაზე დასწრებაზე ბრიტანეთში, რომელიც 12 ივნისს გაიმართება უინძორის სასახლეში. ელისაბედ მეორემ შვილიშვილი და რძალი ჯერ კიდევ იანვარში მიიწვია, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებოდა. ყველა ელოდა, რომ ჰარი მაინც ჩავიდოდა დიდ ბრიტანეთში და დარჩებოდა 1 ივლისამდე – პრინც უილიამთან ერთად პრინცესა დიანას ძეგლის გასახსნელად. ამ შეხვედრას ძმების შერიგების მთავარ შანსს უწოდებდნენ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
„ვერ მოითმინეს“ – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დედოფალს პატარა ლილიბეტი გააცნეს

წელს წვეულებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია COVID-19 პანდემიის გამო. ბუკინგემის სასახლის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დედოფალს თან ახლდება მისი უმცროსი ვაჟი, პრინცი ედუარდი, მაგრამ არაფერია ნათქვამი სამეფო ოჯახის სხვა წევრების ყოფნაზე.

ელისაბედ მეორე 21 აპრილს დაიბადა, მაგრამ მონარქის დაბადების პატივსაცემად აღლუმი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს იმართება ხოლმე. აპრილში ჰარიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთს სტუმრობდა პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე, ისე დატოვა ქვეყანა, რომ დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა.

4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონას სახელად დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად ლილიბეტ დიანა დაარქვეს. მშობიარობას პრინცი ჰარიც დაესწრო. წყვილს უკვე ჰყავს 2019 წელს დაბადებული ვაჟი – არჩი.

მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
რატომ დაშორდა მეგან მარკლი ყოფილ ქმარს - ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე, როგორც მისი ძმა არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.

ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.

ჰარიმ და მეგანმა ჰერცოგინიას მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე, როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა ამ დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0