17:27 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

„უცნაური ნავი“ ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს, როდესაც ზღვაში სათევზაოდ გასვლას აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრინიდადი და ტობაგოს პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს ნავი 14 გახრწნილი ცხედრით, ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნავში 14 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ. ნავი დღეს დილით ბელ-გარდენთან (ტობაგო) ოთხ მილში ნახეს“, - იუწყებიან პოლიციაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ნავში ასევე თავის ქალა და ძვლები იპოვეს.

„უცნაური ნავის“ შესახებ პოლიციას აცნობეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც 6:30 საათზე ზღვაში სათევზაოდ გადიოდნენ, აღნიშნეს პოლიციაში.

„ნავის დათვალიერებისას მეთევზეებმა ძლიერად გახრწნილი ცხედრები იპოვეს“, - იუწყებიან პოლიციაში. აღნიშნულია, რომ მეთევზეებმა ნავი ნაპირზე გამოიყვანეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ტრინიდადი და ტობაგოს საგანგებო სიტუაციების სააგენტო მიუთითებს, რომ აღმოჩენილი ნავი უცხოური იყო.

ცხედრები ამოცნობისა და გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მორგში გადაასვენეს, აცხადებენ პოლიციაში.

როგორც Daily Express-ის ადგილობრივი გამოცემა იუწყება, ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

მთავარი თემები