კარიბის ზღვაში გახრწნილი ცხედრებით სავსე ნავი აღმოაჩინეს

© photo: Sputnikგემი ზღვაში
გემი ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
„უცნაური ნავი“ ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს, როდესაც ზღვაში სათევზაოდ გასვლას აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრინიდადი და ტობაგოს პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს ნავი 14 გახრწნილი ცხედრით, ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნავში 14 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ. ნავი დღეს დილით ბელ-გარდენთან (ტობაგო) ოთხ მილში ნახეს“, - იუწყებიან პოლიციაში.

მიგრანტები ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2017
მიგრანტებით სავსე ნავი საბერძნეთის კუნძულთან ჩაიძირა

უწყებაში აღნიშნეს, რომ ნავში ასევე თავის ქალა და ძვლები იპოვეს.

„უცნაური ნავის“ შესახებ პოლიციას აცნობეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც 6:30 საათზე ზღვაში სათევზაოდ გადიოდნენ, აღნიშნეს პოლიციაში.

„ნავის დათვალიერებისას მეთევზეებმა ძლიერად გახრწნილი ცხედრები იპოვეს“, - იუწყებიან პოლიციაში. აღნიშნულია, რომ მეთევზეებმა ნავი ნაპირზე გამოიყვანეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ტრინიდადი და ტობაგოს საგანგებო სიტუაციების სააგენტო მიუთითებს, რომ აღმოჩენილი ნავი უცხოური იყო.

ცხედრები ამოცნობისა და გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მორგში გადაასვენეს, აცხადებენ პოლიციაში.

როგორც Daily Express-ის ადგილობრივი გამოცემა იუწყება, ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

ყველა ახალი ამბავი
0