თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოსთან, თურქეთთან ახლოს ხუთშაბათს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბერძნულ სააგენტო АМНА-ზე დაყრდნობით.
ტრაგედია დღეს, გამთენიისას მოხდა. უცნობია რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა ნავზე. ნავის გადაბრუნების მიზეზი უამინდობა იყო.
ექვსი ლტოლვილი, მათ შორის სამი ბავშვი საზღვრების დაცვის ევროპული სააგენტო Frontex-ის გემზე აიყვანეს. ცხრა წლის გოგონა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოცმა ლტოლვილმა დამოუკიდებლად შეძლო კუნძულამდე გაცურვა, სადაც მათ სანაპირო დაცვა ელოდებოდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ტრაგედიის ადგილზე მუშაობს სამხედრო ავიაციის ვერტმფრენი და სანაპირო დაცვის ორი გემი.